x
image
ალეკსანრდე 13
დღეს აჭარაში ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების დღეს აღნიშნავენ
1921 წლის 23 მარტს ბათუმისა თავდადებულ მამულიშვილთა დაკრძალვის დღეს საფლავებთან მებრძოლების საპატივცემულად ხელისუფლების წევრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ეკლესიის მრევლი სხვადასხვა დროს მივიდა. მსვლელობა საფლავთან დღის თორმეტ საათზე დაიწყო. პირველებმა მებრძოლების მემორიალური დაფა ყვავილებით მთავრობის წევრებმა შეამკეს. დღის მეორე ნახევარში სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების სულების მოსახსებენლად ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სამღვდელოებასთან ერთად პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს მეუფესთან ერთად ბათუმში მცხოვრები მართლმადიდებელი მრევლიც ესწრებოდა. სამი საათისთვის საფლავებთან უკვე მოძრაობა „ქართული ოცნების“ წევრებიც მივიდნენ. მებრძოლებისთვის პატივის მიგების შემდეგ აქტივისტების ნაწილმა, რომლებიც „ქართული ოცნების“ კოალიციაში არიან გაერთიანებული, „პრესკაფეში“ გადაინაცვლა, სადაც 1921 წლის სამდღიანი ისტორიული ბრძოლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:ალეკსანრდე 13
ალეკსანრდე 13
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0