x
2014 წლის მსოფლიო თასის პირველობა Ultra-HD ხარისხით გაშუქდება

ბრაზილიაში დღეს მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყება. საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია ქალაქ სან პაულუში გაიმართება, რის შემდეგაც ერთმანეთს ბრაზილიის და ხორვატიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მსოფლიო ჩემპიონატში 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრებები მიიღებს მონაწილეობას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ოთხ მილიონამდე ტურისტი ესტუმრება ბრაზილიას. იქ ჩასულ ტურისტთა გარდა, მსოფლიო პირველობისთვის 12 სტადიონზე გასამართ 64 მატჩს სამ მილიარდზე მეტი ადამიანი ტელევიზიით მიადევნებს თვალყურს.
თანამგზავრიმსოფლიო თასის ტრანსლირება მოხდება ევროპის ყველაზე დიდი სატელიტური კომპანიის,
SES-ის ასტრა თანამგზავრების მეშვეობით. წამყვანი მაუწყებლები დაცულ სიგნალს მიიღებენ 450 MHz სიხშირით, რომელიც გავრცელდება კომპანია SES-ის თანამგზავრის მეშვეობით ჩრდილო ამერიკაზე, ლათინურ ამერიკასა და ევროპაზე.

აღნიშნული საშუალებების
გამოყენებით მსოფლიოში გაიზრდება მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქების შესაძლებლობები სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, აზიის, ავსტრალიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

"2014 წლის მსოფლიო თასის ტრანსლირებას ბოჭკოვანი და სატელიტური სიჩქარის უპრეცედენტო სიმძლავრე ესაჭიროება. თანამგზავრული კომპანია SES მზადაა, შეხვდეს იმ მაუწყებლებს, რომლებიც თასის გათამაშებას აშუქებენ და გააცნოს მათ ყველა ის დეტალი, რაც მათთვის საინტერესოა." - აცხადებს კომპანია SES-ის ვიცე პრეზიდენტი, სამანტა მაკკლოსკი.

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:SES Astra
SES Astra
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0