სისხლის სამართალი პოლიციამ დააკავა "ბრუკლინელი მკვლელი",რომელმაც 1 ივნისს ორი მცირეწლოვანი ბავშვი სასტიკად მოკლა 2014, 12 ივნისი, 13:46 "რომელ ცხოველს შეეძლო მოქცეოდა ასე სასტიკად ბავშვებს?"-ამ კითხვაზე სურდათ მიეღოთ პასუხი 7 წლის პრინც ჯოშუა ავიტოს და მიქაელ კაპერსის მშობლებს. კვირა საღამოს 1 ივნისს ბავშვები სამზარეულოს დანით აჩეხილები ნახეს ლიფტში საცხოვრებელი კომპლექს boulevard homes-ში, ბრუკლინში ნიუ-იორკი. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ადგილზე ვიდეოთვალი არ იყო დამონტაჟებული რაც ოდნავ ართულებდა საქმეს, კორპუსის მაცხოვრებლების აქტიური ჩარევით ერთბაშად პოლიციის 75 განყოფილებას გადაეცა სავარაუდო ეჭვმიტანილის ფოტორობოტი და აღწერილობა..პოლიციელებმა დაადგინეს ეჭვმიტანილის ვინაობა, ეს გახლდათ 27 წლის დანიელ სანტ ჰაბერტი, რომელიც პირობითად იყო განთავისუფლებული ციხიდან სულ რაღაც 2 კვირის წინ. იგი ქუინსში იმალებოდა, მაშინ დააკავეს, როდესაც მისი ფოტორობოტის სურათი პირდაპირი ტრანსლიაციით გადაიცემოდა ტელევიზიით. დამნაშავის დაკავების შემდეგ პოლიცია განიხილავს კიდევ ერთ მის მიერ ჩადენილ მკვლელობას ტანაი გრან კოპელენში, რომელიც მოხდა ბრუკლინში, რკინიგზის საკვანძო სადგურში სტენლი ავენიუზე.გოგონა მაშინ მოკლეს, როდესაც რეპეტიციიდან სახლში ბრუნდებოდა. 66 5-ს მოსწონს
|