x
image
natia.a
იცოდით როგორ გაჩნდა ცივი ყავა?გაიგეთ რამდენად სასარგებლოა ის ჩვენი ჯანმრთელობისათვის
image

დადგა ზაფხული და მასთან ერთად მოვიდა ცივი სასმელების დრო. ცივი ყავა ცხელ დღეებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამაგრილებელი სასმელია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მისი მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს.

ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ცივი ყავის დალევა სახიფათოა, რადგან კოფეინი ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, ამან კი შეიძლება წყლულოვანი დაავადებების გართულება გამოიწვიოს. ცივმა ყავამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა, რადგან იგი მაღალი მჟავიანობით ხასიათდება.

მაგრამ იცით თუ არა საიდან გაჩნდა ეს გემრიელი სასმელი?



როგორც ირკვევა, ცივი ყავა არც ისე დიდი ხნის წინ მოევლინა ქვეყანას, იგი პირველად, სრულიად შემთხვევით გაჩნდა 1957 წელს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სალონიკში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ფირმა "ნესტლემ" ახალი საბავშვო სასმელი წარადგინა. ეს იყო შოკოლადის ფხვნილი, რომელსაც უმატებდნენ რძეს და შეიკერში თქვეფდნენ.


ნესტლეს თანამშრომელს, დიმიტრიოს ვაკონდეოსს ჩვეულებად ჰქონდა ხსნადი ყავის სმა. გამოფენაზე შესვენების დროს, მას ძალიან მოუნდა საყვარელი სასმელის მირთმევა, მაგრამ არსად აღმოჩნდა ადუღებული წყალი. ამიტომ აზრად მოუვიდა გამოეყენებინა ცივი წყალი და ყავასთან და შაქართან ერთად აეთქვიფა შეიკერში.


ასე გაჩნდა პირველი ცივი ყავა, რომელსაც ევროპის უმეტეს ქვეყნებში ფრაპეს (Frappé) სახელწოდებით იცნობენ. იგი მალევე გახდა პოპულარული ჯერ საბერძნეთში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში.


დღეისათვის ცივი ყავის უამრავი რეცეპტი არსებობს. განსაკუთრებითimage
პოპულარულია ცივი კაპუჩინოსა და ნაღების საფუძველზე მომზადებული სასმელი, რომელიც პირველად კომპანია Starbucks-მა მოიფიქრა და მალევე დააპატენტა სახელწოდებით "ფრაპუჩინო" ( frappuccino). დღეისთვის ფრაპუჩინო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ 10 უალკოჰოლო კოქტეილს შორისაა.

0
270
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0