x
image
ალეკსანრდე 13
ანფისა ჩეხოვა ვაჟს ქართულ სახელს დაარქმევს
ცნობილი რუსი ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვა, რომელიც ბავშვს ქართველი მსახიობისგან გურამ ბაბლიშვილისგან ელოდება, ვაჟს ქართულ სახელს დაარქმევს. ამის შესახებ განცხადება მან მაშინ გააკეთა, როდესაც ჟურნალიტები ექოსკოპიის კაბინეტში დაპატიჟა და ჯერ კიდევ გაუჩენელი შვილის ექოსკოპიის სურათები აჩვენა.ტელეწამყვანის პირველი შვილის დაბადებამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა. ანფისა, სავარაუდოდ, მაისში იმშობიარებს.

ტელეწამყვანმა აღიარა, რომ მომავალი შვილისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევია, მაგრამ ზუსტად იცის, რომ იგი ქართული იქნება. წყვილს სამშობიარო ჯერ არ ამოურჩევია. ჩეხოვამ შესაძლოა, საქართველოში იმშობიაროს. რუსი ტელეწამყვანი და მისი მეუღლე სამშობიაროს არა მარტო რუსეთში, არამედ საქართველოშიც ეძებენ.

წვილმა ერთმანეთი 2009 წლის ზაფხულში, სცენაზე გაიცნო. ისინი ერთ სპექტაკლზე მუშაობდნენ.

0
22
2-ს მოსწონს
ავტორი:ალეკსანრდე 13
ალეკსანრდე 13
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0