x
image
ლეელ
ორსეის მუზეუმი (პარიზი)
ორსეის მუზეუმი (ფრ. Musée d'Orsay) მდებარეობს პარიზში, მდ. სენის მარცხენა სანაპიროზე. აქ
მოთავსებულია ძირითადად 1848 - 1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშები:
ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ავეჯი, სხვა ხელოვნების ნიმუშები და ფოტოები.
მუზეუმს იმპრესიონისტთა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია გააჩნია.


image


image



მუზეუმის დაარსების ისტორია:

1898 წელს რკინიგზის კომპანიამ პარიზ-ორლეანმა არქიტექტორ ვიქტორ ლალუს დაავალა, სადგურ დ'ორსეს აშენება. სამუშაოები სწრაფად მიიწევდა წინ, ახალი სადგური მზად იყო ზუსტად იმ დროისათვის როცა იხსნებოდა მსოფლიო გამოფენა 1900წელს. ლალუმ ააშენა უდიდესი ცენტრალური ნეფი 135X40მ, მეტალიკური მარმარილოს იმიტაციით. სადგურმა ჩაიტია არამარტო 16 პლათფორმა, არამედ რესტორნები და მყუდრო ოტელები 400 ნომერზე. 1939 წლიდან პრეზიდენტმა პომპიდუმ, გამოაცხადა სადგური ნაციონალურ ძეგლად და გადაწყვიტა შეექმნა მუზეუმი, რომელიც ჯერ არ ყოფილა პარიზში.


image


ქვედა სართულზე მდებარეობს: ენგრის, დელაკრუას, მანეს, პიპიუვიდე შავანას და გუსტავ მოროს შედევრები..

ზემოთა სართულზე წარმოდგენილია იმპრესიონისტების- მონე, რენუარი, დეგა, მანე: ასევე პოსტიმპრესიონისტული ფერწერის შედევრები: ტულუზ ლოტრეკი, გოგენი, ვან გოგი და ჯგუფი "ნაბი".


შუა სართულზე წარმოდგენილია ხელოვნება 1870 წლიდან 1914 წლამდე. ოფიციალური ხელოვნება მე-III რესპუბლიკა, სიმბოლიზმი, აკადემიური ფერწერა და დეკორატიული ხელოვნება, რომელიც წარმოგვიდგინა გიმარომ, გალემ და ნანსის სკოლამ.


imageimage

image

პარიზის ორსეის მუზეუმი (ფრ. Musée d'Orsay) უცნაურ ექსპოზიციას მასპინძლობს. ექპოზიცია სახელწოდებით „მამაკაცური“ 70-მდე ნახატს, 20 სკულპტურასა და ასამდე ფოტოს აერთიანებს ერთი თემის გარშემო - ყველა ნამუშევარზე მამაკაცის სიშიშვლე არის წარმოდგენილი.

მაშინ როცა ქალის სიშიშვლე ხელოვნებაში დომინირებს და უხვად არის წარმოდგენილი, მამაკაცთა სხეული იგივე ხარისხით არ გვხვდება. მამაკაცთა სიშიშვლე ძირითადად 17-19 საუკუნეების აკადემიური სწავლების და მეცნიერული კვლევების საგანს წარმოადგენდა. ორსეის მუზეუმის დირექტორი გაი გოგევალი შეუსაბამობას ასე ხსნის - "მამაკაცთა სილამაზე კვლავ ტაბუდადებული თემად რჩება".

imageimageimage



0
507
9-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
507
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0