x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135663
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
რა საჭიროა ცოლი, როდესაც გაქვს გეიმერის საძინებელი
დღევანდელი ძალზედ დახვეწილი, პრაქტიკული და კომფორტული ცხოვრებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ მალე ცოლი საჭირო აღარ გახდება. ყოველმხრივ განვითარებული და წინ წასული ტექნიკა ისე უზრუნველყოფს მამაკაცის დამოუკიდებელ ყოფას, რომ უმეტესმა ნაწილმა ცოლის მოყვანის სურვილი დაკარგა. დღეს კი ცოლ-ქმრული სტატუსის გარეშე ცხოვრებაც აღარ წარმოადგენს კატასტროფას, ვინაიდან მას ე.წ. "ბოი და გერლ ფრენდები" ანაცვლებენ; პლიუს ამას რომ შექმნეს ხელოვნური საშვილოსნო და თუ კი ვინმეს მემკვიდრე მოუნდება, არც ეგ არის პრობლემა. ეს ყველაფერი ვითომ ხუმრობა, მაგრამ მწარე სიმართლე და არსებული რეალობა, რასაც 21-ე საუკუნის სენი და კომპიუტერზე და გამართობელ თამაშებზე დამოკიდებულება ემატება.


შეუძლებელი იყო სტატიის წერა ჩემი შესავლის გარეშე დამეწყო, სადაც მინდა წარმოგიდგინოთ "საუკუნის სენით" შეპყრობილი, ნიუ-იორკის მოქალაქე ვინმე Chris Kuluris-ის გადაწყვეტილება. კრისმა უარი განუცხადა ნორმალურ-ადამიანურ ცხოვრებას, დაოჯახებას, შვილების ყოლასა და მთლიანად მამაკაცურ გრძნობებსა და ვალდებულებებს, რადგან ჩაციკლულია სრულიად საუკუნის სენზე- გამართობელ თამაშებზე და საკუთარი საძინებელიც სწორედ რომ ავტომატებით მოაწყო, რაზეც 32 000$ და 2 წელიწადი დახარჯა. მან ჩვეული და ნორმალური საძინებელი აქცია გეიმერთა სამოთხედ, რომელიც 80-ნი წლების არკადული ტიპის სათამაშო აპარატების მონტაჟს მოიცავს.



გთავაზობთ კრიზის საძინებელ ოთახს 2 წლის წინ და ეხლა:




image


image

imageimage



P.S. რამ დააკნინა ასე ეს ხალხი?!!!



7
158
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
158
  
2014, 12 ივნისი, 13:55
ჰოდა რა ინფორმაციაც მაქვს,რაც ვიცი და მიმაჩნია რომ სწორია იმას ვლაპარაკობ და რა შუაშია ჩემი აზრი არ გამაჩნია ვერ გავიგე... გამაჩნია დამიჯერე :)
2014, 12 ივნისი, 13:54
ის შენი სახელით წერე, რა საჭიროა მამაოს სიტყვების მტკიცებულებად მოყვანა.
2014, 12 ივნისი, 13:52
ჩასაფერული არა ვარ, უბრალოდ ხსირად შემხვდა ამ ბლო დროს.
2014, 12 ივნისი, 13:51
ჩემი აზრიც რომ ემთხვევა იმიტომ ვამბობ! და სულ სად ვახსენებ აბა მიტხარი ჩასაფრებული ხარ და ყველა ჩემ კომენტარს თვალს ადევნებ?
2014, 12 ივნისი, 13:46
დიდი ბოდიში მაგრამ სულ მამაობს რომ ახსენებ შენი საკუთარი აზრი არ გაგაჩნია?
2014, 11 ივნისი, 23:32
სამაბიეროდ მსოფლიომ გაიცნო...და აჰა შენც დაწერე მასზე
2014, 11 ივნისი, 19:43
სატირალია...მამაოს თქვა ეგ თამაშები რომ უწყნარი გგონიათ ამ დროს ფსიკიქას უნგრევს ადამიანს და სულიერად ანადგურებსო
0 1 7