ტენდენციები როგორ გამოიყურებიან ქართველი გოგონები გამოსაშვებ საღამოზე 2014, 7 ივნისი, 14:19 ბანკეტი - ეს ის ღირშესანიშნავი მოვლენაა, რომელსაც მთელი 12 წელი ელოდები და როდესაც ეს დღე დადგება გსურს ყველაზე ლამაზად, გამორჩეულად და განსხვავებულად სწორედ შენ გამოიყურებოდე. ბანკეტის წინა სამზადისი სასიამოვნოდ დამღლელია, განსაკუთრებით გოგონებისთვის, რადგანაც მათ უფრო მეტი საზრუნავი აქვთ ჩაცმასთან, ვარცხნილობასთან და მაკიაჟთან დაკავშირებით. ბიჭებს კი მოგეხსენებათ სულაც არ სჭირდებათ მაკიაჟი და დიდად არც ვარცხნილობაზე იწუხებენ თავს. მოდით ჩამოვთვალოთ რამდენი რამ სჭირდებათ გოგონებს, რათა გამოსაშვებ საღამოზე გამოიყურებოდნენ ბრწყინვალედ: კაბა, ფეხსაცმელი, მაკიაჟი, ვარცხნილობა, ჩანთა, აქსესუარები. მემგონი ამ ყველაფრის კარგად არჩევა და შეხამება საკმაოდ რთული საქმეა. წელს გამოსაშვებ საღამოზე გოგონების უმრავლესობას გრძელი, წითელი კაბები ეცვათ, როგორც ჩანს საკმაოდ ტენდენციურია თვითონ ეს ფერი და ზოგადად უკვე მეორე წელია აქტუალურია გრძელი კაბა, რომელსაც შლეიფი დასთრევს უკან, ან უბრალოდ ჩახსნილია. ეს ჩახსნილი კაბები ალბათ ყველას კარაგდ გახსოვთ, რომ ანჯელინა ჯოლს ეცვა დაახლოებით 2 წლის უკან ოსკარის დაჯიდოვებაზე და ამის შემდეგ გახდა ასეთი აქტუალური.. ახლა კი შემოგთავაზებთ სურათებს 2014 წლის სკოლის გამოსაშვები საღამოებიდან და თავად განსაჯეთ, რამდენად გემოვნებიანად იცმევენ ქართველი გოგონები და იხვეწება თუ არა ჩვენი გემოვნება . 8726 15-ს მოსწონს |
1) ვერსად ვერ დავინახე ინდივიდუალიზმი,ყველა ერთმანეთს ბაძავს.
2) ზოგი ისეთი კაბაა ამას ბანკეტზე კი არა არსად არ ჩავიცმევდი.
3) ზოგმა ვგონებ ვერ გაარჩია ბანკეტზე მიდიოდა თუ კლუბში.
4) ეს უკან გადაწკეპილი თმა რო აქვს უმეტესობას რა უბედურებაა :/ პატარძლებს გვანან.