შოუბიზნესი ჯენიფერ ლოპესი თხოვდება 2014, 7 ივნისი, 9:11 ჯენიფერ ლოპესი გათხოვებას აპირებს, ტაბლოიდები რამდენიმე დღეა ამ სათაურითაა აჭრელებული. მისი რჩეული არა ვინმე ახალი ბოიფრენდი, არამედ დიდი ხნის სიყვარული, მასზე ორი ათეული წლით უმცროსი მოცეკვავე კასპერ სმარტია. წყვილი ერთმანეთს 2011 წლიდან მოყოლებული ხვდება, თუმცა ძალიან ხშირად ჩხუბობდნენ. ახლა კი კასპერმა და ჯეილომ შერიგება გადაწყვიტეს და გადაწყვიტეს რომ საუკეთესო გამოსავალი ქორწინებაა. ელოდებიან რომ ეს ინფორმაცია თავად ჯენიფერმაც გაახმაუროს. იმასაც წერენ, რომ მომღერლის დედა ამ ბიჭს ვერ იტანს და მიაჩნია რომ მისგან მხოლოდ ფული აინტერესებს, ჯენიფერი კი სიყვარულმა დააბრმავა. 82 7-ს მოსწონს
|