შოუბიზნესი რა მისწერა გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე ნინა წკრიალაშვილს ყოფილმა მეუღლემ? 2014, 7 ივნისი, 0:13
მომღერალმა "განოსა და კოტეს შოუში" ყოფილ ქმარზე ისაუბრა. როგორც გაირკვა, თენგომ გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე ნინას მისწერა: "როცა მოვკვდები რასაც იგრძნობ, ისე ცუდად ვარ, რომ არ მნახულობ"... "ამის შემდეგ, ავარიამდე 15 წუთით ადრე მომწერა: "მიყვარხარ მთელი ცხოვრება და ცხოვრების მერეც... 15 წუთში ავარია მოხდა და გარდაიცვალა..."-გვიამბო მომღერალმა. ნინას თენგოს ოჯახთან ურთიერთობა დღემდე აქვს და შეძლებისდაგვარად მის შვილებზეც ზრუნავს. მომღერალი სულ ცოტა ხნის წინ ყველაზე პოპულარულ ქართულ სერიალში, "ჩემი ცოლის დაქალებში" ვიხილეთ. მისი პერსონაჟი დოდოშკა მდიდარი მამის შვილია. "ერთი გატუტუცებული, მდიდარი გოგოს როლი მომცეს, რომელიც ქმარს ღალატობს, რითიც მეგობარს და საკუთარ თავს შარში გაჰხვევს. მოკლედ, სულელი და არაბოროტი ქალია დოდოშკა"-გვიამბო ნინამ. 479 5-ს მოსწონს 2-ს არა
|