საზოგადოება 18 წლის გოგონა საკუთარმა ოჯახმა ტომარაში ჩატენა და არხში გადააგდო. რა დააშავა მან 2014, 7 ივნისი, 0:00 ორჯერ სროლის, ტომარაში ჩატენის და არხში გადაგდების შემდეგ გოგონა გადარჩა - აცხადებს პაკისტანის პოლიცია. საბა მაკსუდს(ავღნიშნავ, რომ საბა პაკისტანში ქალის სახელია) თავს დაესხნენ. თავდამსხმელები კი მისი საკუთარი ოჯახის წევრები არიან - მამა, ძმა, ბიძა და მამიდა. მათ ეს არ აკმარეს და არხში გადააგდეს - გვიყვება პენჯაბის პროვინციის ჰაფიზაბადის პოლიციის პრეს-მდივანი ალი აკბარი. ეს ძალადობა სულ კვირანახევრის შემდეგ მოხდა, რაც ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. საბას ოჯახის რისხვა იმიტომ დაატყდა თავს, რომ ის ხუთი დღის წინ ოჯახის ნების წინააღმდეგ წავიდა და ცოლად გაჰყვა მეზობლად მცხოვრებ მუჰამედ ქაიზერს. საბა ჰაფიზაბადში წაიყვანეს, ორჯერ ესროლეს და როცა დარწმუნდნენ, რომ გოგონა მოკვდა, ტომარაში ჩატენეს და არხში გადააგდეს. გოგონა ლოყაში და მარჯვენა ხელში დაიჭრა. არხში წყალი იყო, ის გონზე მოვიდა, შეძლო ამოფოფხება, გამვლელები დაეხმარნენ, მიაღწია ბენზინგასამართ სადგურს, საიდანაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბევრი კონსერვატული პაკისტანური ოჯახი თვლის, რომ ქალისთვის სირცხვილია შეგიყვარდეს ვინმე და ცოლად გაჰყვე. როცა გოგონა ასეთი ოჯახიდან მიჰყვება ვინმეს ცოლად, მისი პატრონი ნამუსის აღსადგენად ხშირად კლავს შვილს. გასულ თვეში ქალაქის ცენტრში ასეთივე შემთხვევისას მოკლეს გოგონა. ეს ფაქტი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა. ბევრი ასეთი შემთხვევის დარეგისტირება არ ხდება. 2013 წელს 869 ასეთი შემთხვევაა დარეგისტრირებული. გოგონა გადარჩა და საჩივარი შეიტანა დამნაშავეების წინააღმდეგ, მაგრამ მათი დაკავება ვერ მოხერხდა, რადგან ყველა სადღაც გაიპარა. 2102 6-ს მოსწონს 1-ს არა
|