x
image
ნინიკ
სექსუალური ჰოროსკოპი
ვერძი – მამაკაცი

ეგოისტური და პრინციპულია. მისი მოხიბლვა უნდა მოახერხოთ ენერგიულად და სწრაფად. ის ან ყველაფერს ერთდროულად დაგითმობთ, ანდა არაფერს და არასდროს. ვერძი თვითონ არის ძალიან მხურვალე და ვნებიანი, ამიტომ უპირატესობას ანიჭებენ დამთმობ და გამგებ პარტნიორებს. სექსში ცდილობს დაამტკიცოს, რომ ცხვარი არაა. უყვარს პრელუდია და სასიყვარულო თამაში. არ თვლის სასირცხვილო ამბად ონანიზმს. ვერძი განიცდის ბიოლოგიურ მოთხოვნილებას, მიუხედავად იმისა ყოფნის ამის ძალა თუ არა, თითქმის პირველყოფილი ჟინით დასდევდეს ყველა ქალს. თეორიული თვალსაზრისით დადებითად არის განწყობილი პრეზერვატივების მიმართ.


ვერძი – ქალი

ასევე ჯიუტია. მოხიბვლისას აფასებს სწრაფ გადაწყვეტილებებს, ვერ იტანს ჭოჭმანს. ყველაზე საუკეთესო ხერხი რითაც მისი მოხიბლვა შეგიძლიათ, არის რაიმე გმირობის ჩადენა. ქალი – ვერძი შემტევი და აქტიურია, ძალიან ემოციური და მგძნობიარე მოფერების მიმართ. შეიძლება შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ ისინი მოკლებულნი არიან კეკლუცობას და გულგრილი არიან მის მიმართ გამოხატული ყურადღების მიმართ, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული შთაბეჭდილებაა. უფრო ახლოს გაცნობისას ის იხსნება და ამჟღავნებს თავის ქალურ ბუნებას.



კურო – მამაკაცი

სექსუალური გამძლეობით ყველა ნიშანს გაუსწრებს. დანარჩენში არ გამოირჩევა დიდი ფანტაზიით და საზრიანობით. არ არის მომთხოვნი, არ უყვარს პოზების გამოცვლა, მისთვის საკმარისია მისიონერული პოზა, შემთხვევითი კავშირების სიუხვის გამო ხშირად ავადდება ვენერიული დაავადებებით. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში კუროს უყვარს უფროსობა, საწოლში ის ყოველთვის დაუთმობს ქალს ადგილს ზევიდან. პრეზერვატივებს უარყოფს, როგორც ლეიკოციტი უცხო სხეულს.იმისთვის რომ ასეთი მამაკაცი დაინტერესდეს ქალით, ქალი უნდა იყოს რაც შეიძლება გულგრილი. არ რეაგირებდეს ღიმილზე და არავითარ შემთხვევაში არ ეუბნებოდეს “დიახ”.


კურო – ქალი

უყვართ ფული და მუდამ გამოხდომები აქვთ. მამაკაცი უნდა იყოს ძალიან შეძლებული, რომ ყიდულობდეს ძვირფას საჩუქრებს, და ამავე დროს ბრიყვი, რომ ყიდულობდეს ამას მისთვის. სიმწიფის ასაკში – მისი სხეული უნდა იყოს კარგ ფორმაში, და თუ ასე არ არის ესე იგი რაღაც სერიოზული პრობლემაა. ყველაფერი წესრიგში რომ იყოს ქალი – კურო უნდა კვებოთ სნიკერსებით და ხორცით, დაალევინოთ ტკბილი ლიქიორები. ამავდროულად უნდა მოეფეროთ და მოესიყვარულოთ. თუ ქალი – კურო ამ ყველაფერს მოკლებულია, ის თავს უბედურად გრძნობს და ძალიან იტანჯება. და თუ ეს ყველაფერი აქვს ის ბედნიერი და მოსიყვარულეა. შესვენებების დროს შეგიძლიათ მოუყვეთ ეროტიული ანეგდოტები, წაუკიუთხოთ რამე გასართობი და უმღეროთ სიმღერები. წარმატების მეტი შანსი ბიზნესმენებს და სამხედროებს აქვს.


ტყუპები – მამაკაცი

მას არ აწყობს პაემანის დრო. ინტიმურობა მას სიმძივესავით აწვება. მონოგამური ურთიერთობა მისთვის მომაბეზრებელია. ნებისმიერ შეზღუდვებს გამოყავს ის მწყობრიდან. ნიჭიერია სექსში, შეუძლია გამოიცნოს სურვილი და ნებისმიერი გარყვნილი იდეა მიმზიდველი და მისაღები გახადოს. ორგაზმის დროს ერიდება ხმამაღლა გამოხატოს თავისი გრძნობები. მოსწონს როცა ქალი იცმევს აქსესუარებს და სხვა. პრეზერვატივის გარეშე სექსი არ წარმოუდგენია. არ გამოტოვებს შემთხვევას შესთავაზოს ჯგუფური სექსი.


ტყუპები – ქალი

საკუთარი შორსმჭრეტელობის მსხვერპლია. გაარჩევს იმპოტენტს სექს-გიგანტისგან რენტგენის გარეშე ( და საერთოდ კარგად ერკვევა ადამიანებში). ხშირ შემთხვევაში მთელი ცხოვრება ელოდება თეთრ ცხენზე შემჯდარ უფლისწულს. და რადგან ასეთი მამაკაცები იშვიათობაა, სექსი ამ ქალების ცხოვრებაში უმეტესად სიყვარულის გარეშე ხდება. მოჩვენებითი თავქარიანობის მიუხედავად, გათვლილ და გაანგარიშებულ ნაბიჯებს დგამს. ცნობისმოყვარეა და ამ ცნობისმოყვარეობის გამო ხანდახან ზედმეტ ინტერესს ამჟღავნებს პარტნიორის მიმართ, მაგრამ ცოტა ხანში, როდესაც თავის ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს, შეიძლება ეს ინტერესი შეასუსტოს რაც პარტნიორს თავისთავად აბნევს. ღებულობს სიამოვნებას ეროტიული სურათების ერთობლივი დათვალიერებისგან, ასევე ნაცნობებებზე ჭორაობა და სექსში სიახლეები მოსწონს.


კირჩხიბი – მამაკაცი

კირჩხიბი კონსერვატიულია და უნდობლობით გამოირჩევა. თუმცა თუ ქალი მოეწონა მასთან დაშორება უჭირს და მძიმედ განიცდის ამას. მას მუდმივად წახალისება სჭირდება და თუ ამაში დაეხმარებით ის მშვენიერი საყვარელი იქნება. სექსში უყვარს მასწავლებლის როლი და მძიმედ განიცდის როცა მას ეწინააღმდეგებიან. უყვარს პარტნიორისთვის სიამოვნების მინიჭება და ახსოვს ის დეტალები რომელნიც მას ამ სიამოვნებას ანიჭებდა. სექსის მერე უყვარს თავის და პარტნიორის გამოცდილების განხილვა. თავისი “მიღწევები” კარგად ახსოვს და ხშირად ყვება მათზე.


კირჩხიბი – ქალი

ამ ნიშნის მქონე ქალბატონები ძალიან მგრძნობიარენი არიან და ამავე დროს ძალიან ეჭვიანი. გახსნა შეუძლია პარტნიორთან რომელსაც ენდობა და არ შეეშინდება რომ მის გაბედულებას არასწორად გაიგებენ. თუ ასე არ მოხდა და კირჩხიბს ეჭვი შეეპარა რამეში, ის შეიძლება სამუდამოდ გაუჩინარდეს თავისი პარტნიორის ცხოვრებიდან. და თუ პირიქით მოხდა მაშინ ის კარგი მეუღლე და საყვარელი ხდება. მას შეუძლია თავისი მგრძნობიარობით თავბრუ დაახვიოს ნებისმიერ მამაკაცს. ამავე დროს მამაკაცს რომელიც ჩავარდება მის ხელში გაუჭირდება თავის დაღწევა, რაც შეეხება მის ეჭვიანობას ეს ცალკე თემაა, ამის საბაბი შეიძლება ნებისმიერი წვრილმანი გახდეს. რომ დაიპყროთ მისი გული, გჭირდებათ მოთმინება, იმიტომ რომ ეს ნიშანი ვერ იტანს სიჩქარეს ამ საკითხში. უნდა იყოთ მზად რომანტიული საღამოებისთვის, ყვავილების, სანთლების, შამპანურის და ლირიული ლექსების წაკითხვისთვის.


ლომი – მამაკაცი

ცხოვრება – პიესა, სახელად “ლომის სიყვარული”.სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისიორი ლომი. მთავარ როლში – ლომი. როლებში: მთავარი გმირი ლომი ( ყველაზე მომხიბვლელი, რომლის გარშემო ვითარდება მოვლენები)ასევე უმშვენიერესი ქალბატონი, მთავარი გმირის რჩეული და … აღმფრთოვანებული პუბლიკა: ასრულებენ მთელი მსოფლიოს ქალები.სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ სხვადასხვანაირები არიან. ლომს უყვარს მეფობა, თუ ყველაფერი კარგად მიდის მას უხარია და ეძლევა შესაძლებლობა დაანახოს სხვებს თავისი უპირატესობა, თუ პირიქით საქმეები ცუდადაა ის უფერული ხდება და ყველაფრით უკმაყოფილოა. ლომს არ უყვარს როდესაც მას უარს ეუბნებიან და თვლის, რომ ქალი მზად უნდა იყოს ყოველთვის მასთან ნებისმიერი თავგადასავლისთვის.


ლომი – ქალი

საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი – ლომი ყოველთვის ცდილობს, რომ ყველაფერი ეფექტურად და დრამატულად ვითარდებოდეს, როგორც კინოში. მისი პარტნიორი უნდა იყოს მისი სიამაყის მთავარი საგანი. სულ მცირე პირველ ხანებში მაინც. მისი ღირსება იმაშია, რომ მან არ იცის წვრილმანებზე გამოკიდება და არ უყვარს ტყუილად ნერვების შლა, როგორც თავისი ასევე მისი შეყვარებულის. მისი სუსტი მხარეა, იმ ყველაფრის სიყვარული რაც ბრწყინავს. თუ გინდათ დაიპყროთ მისი გული აჩუქეთ ოქროს ნაკეთობა. ის ყოველთვის მშვიდია და ყველაფრისგან ცდილობს მოგება ნახოს. სექსში არის მოკლე დისტანციებზე მორბენალივით, კმაყოფილდება მცირედით, თუმცა თვლის რომ მასთან ყველა მამაკაცმა კარგად უნდა იგრძნოს თავი და უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდება.


ქალწული – მამაკაცი

პირველი რაც უნდა იცოდეს ქალმა ქალწულ – მამაკაცთან ურთიერთობისას, რომ მას სჭირდება სტიმულირება. ის ძალიან მორიდებულია და ამიტომ პირველი არ დაგპატიჟებთ პაემანზე, არ ეცდება რომ შეგეხოთ ან მოგეხვიოთ ხალხმრავალ ადგილას. თუ გადაწყვეტთ მის დაპატიჟებას საღამოს ვახშამზე იმის იმედით, რომ დილით ერთად ისაუზმებთ აჯობებს წონასწარ უთხრათ ამის შესახებ, იმიტომ რომ მან შეიძლება მოიტანოს თან თავისი პიჟამო, საპარსი, კბილის ჯაგრისი, სუფთა პერანგი, ჰალსტუხი, წინდები და შეიძლება მაღვიძარაც კი, იმისთვის რომ დილით დროზე ადგეს და არ დააგვიანოს სამსახურში. მას შეიძლება მოუნდეს განხილვა იმისი თუ რა მოგწონთ სექსში. მისი მოფერება უფრო ესთეტიურია ვიდრე მგრძნობიარე, თუმცა კარგად იცის როგორ მიიყვანოს ქალი აღგზნებამდე. ის დამყოლია და ნებისყოფის მქონე ქალბატონს შეუძლია მისგან ბევრი რამის მიღება. ყურადღების შემთხვევაში ის ყვავილივით იფურჩქნება.


ქალწული – ქალი

ლამაზნი, ერთგულნი და მიმზიდველნი. მამაკაცები დასდევენ მათ, როგორც ცივ ლუდს, თუმცა ეს ქალბატონები, როგორც წესი ვერ სარგებლობენ ამ უპირატესობით. მხურვალე ღამეს მათგან ნუ ელოდებით, იმიტომ რომ მას მოსწონს ყველაფერი სიყვარულით და წყნარად. მას არ უყვარს დამპყრობლები, რომელნიც ცდილობენ ყველაფრის უცბად მიღებას, ქალწულს უნდა რომ ყველაფერი ბუნებრივად მიდიოდეს იმ ეტაპამდე როდესაც ამის დრო დადგება. ამ ნიშნის ქალბატონები ძალიან საინტერესო მოსაუბრენი არიან, ასე რომ მამაკაცებისთვის მათთან ურთიერთობა სასარგებლოა მსოფლმხედველობის გასაფართოებლად. სისუფთავე მისი მნიშვნელოვანი სისუსტეა და თვლის რომ ყველა უნდა იყოს მისი მსგავსი და უყვარდეს სისუფთავე. მისგან დადგება კარგი ცოლი, დედა, დიასახლისი. სამზარეულოში თავს კარგად გრძნობს ასევე კარგად ერკვევა ტაფებში, დანებშში და სხვა, ასე რომ ფრთხილად იყავით.


სასწორი – მამაკაცი

მისი მთავარი მიზანია შეინარჩუნოს წონასწორობა. არასოდეს ჩაეძიება ქალს პირად ცხოვრებაში და არ გამოკითხავს რა მოსწონს და რა არა. მას მხოლოდ მისი გარეგნობა, ჩაცმულობა, ქცევა და ხმის ტემბრი აინტერესებს. იმ დროს როდესაც ქალის შინაგანი განცდები მისთვის მიუწვდომელი რჩება, ის უფრო ხშირად მიაქცევს ყურადღებას მის ზედაპირულ შეცდომებს. მიუხედავათ იმისა, რომ თქვენ თვითონ მოგიწევთ გზის გაკვლევა, გახსოვდეთ რომ მას სურს სიამოვნება მოგანიჭოთ. ის ოსტატურად ფლობს მოფერების ტექნიკას და თუ მიენდობით მას შეგიძლიათ მიიღოთ არნახული სიამოვნება. სიყვარულით დაკავებისას მას სინაზე მოსწონს. კარგად ესმის ქალის ანატომია და აქვს მშვენიერი ინტუიცია იმის გასაგებად თუ რა სურს ქალს. გამძლეობით ის ბევრ ნიშანს მისცემს ფორას, ასე რომ მეტ შემთხვევაში თქვენ შეიძლება უფრო ადრე დაიქანცოთ ვიდრე ის. ასე რომ იყავით ყურადღებით დროზე ადრე ნუ დაიხარჯებით.


სასწორი – ქალი

მას უნდა რომ ყველას მოსწონდეს. მის გვერდით ყოფნისას უნდა გესმოდეთ, რომ სექსი და ფლირტი სხვადასხვა რამეა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გადაიწვათ ეროტიული განცდებისგან. მუდმივი პარტნიორის არჩევისას ქალი – სასწორი ძალიან მომთხოვნია. მას უნდა მამაკაცი, რომელიც მას წაიყვანს, და არა მარტო მას არამედ ყველა დანარჩენს. ან მინიმუმ – ისეთი პარტნიორი, რომელიც პრობლემებს არ შეუქმნის მას გარშემომყოფთა თვალში. თუ მამაკაცი ასეთია, ის მთლიანად მისია. თუ არა და, მაშინ ის გადაწყვეტს, სად, როდის და როგორ. სასწორს უყვარს ლამაზი ცხოვრება კომფორტულ, მყუდრო გარემოში. დროდადრო ყვავილების ჩუქებით და ყავის მირთმევით საწოლში. თავისი პარტნიორის მამაკაცურ ტემპერამენტს ის არანაკლებ აფასებს ვიდრე კომპლიმენტებს და თავაზიან მოპყრობას.


ღრიანკალი – მამაკაცი

ის ხელმძღვანელობს მხოლოდ თავისი სექსუალური ინსტიქტებით, მგრძნობიარეა და ემოციური. ქალი რომელიც მას ხვდება უნდა იყოს მზად ყველაფრისთვის, როგორც ამაღლებული სიყვარულისთვის ასევე პირველყოფილი გრძნობების გამოხატვისთვის. მისი მთავარი მიზანია მიიღოს სიამოვნება და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს. ქალს რომელმაც აირჩია ღრიანკალი – მამაკაცი აჯობებს თავისი ნებით ჩაბარდეს მას და მისცეს უფლება აკეთოს მასთან რაც უნდა, შემდეგ კი მივიდეს ფსიქიატრთან. ის ძლიერია, ამიტომ წინააღმდეგობას აზრი არა აქვს. მას ნაკლებად ადარდებს დაცვა სექსის დროს და არც ქალის დაფეხმძიმება შეაჩერებს, ამიტომ პრეზერვატივებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს.


ღრიანკალი – ქალი

მისი ამაღლებული სული და გულისთქმებით სავსე სხეული ებრძვიან ერთმანეთს. ამის გამო ღრიანკალ – ქალს ერთდროულად ძლიერი სექსუალური ხიბლი და ამავე დროს სიმკაცრის ხისტი აურა აქვს, ამით თითქოს იმას ამბობს, რომ სერიოზული საბაბის გარეშე ფლირტის დაწყებას აზრი არა აქვს. მას უყვარს ძლიერი მამაკაცები – ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი უნდა გიყვარდეთ დიდხანს და ბევრი, ან ბოლოს და ბოლოს – ძვირად. ამიტომ რომანტიკოს – ვეგეტარიანელებს, რომელთაც პაციფისტური მოსაზრებების გამო ქათმის დაკვლა უჭირთ, შეწუხება არ უღირთ. გარეგნულად თავშეკავებულის და საკუთარი ემოციების მომთოკის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ როდესაც საქმე სექსამდე მიდის – შეიძლება გამოიყენოს ყველაფერი რაც ხელთ მოხვდება. ამიტომ სამზარეულოში და ავტოფარეხში მასთან სიყვარული საშიშია ჯანმრთელობისთვის. გარდა სხეულის დაზიანების საშიშროების, მის გამო ხანდახან ინგრევა ოჯახები, კარიერა და ხელფასიც სადღაც უჩინარდება.


მშვილდოსანი – მამაკაცი

მასთან პირველი შეხვედრისას შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ თქვენ ერთადერთი და განუმეორებელი ხართ რომელსაც მშვილდოსანი ეძებდა, მაგრამ თუ ცოტა ხანს დააკვირდებით, ნახავთ, რომ ის ყველა ქალს ათვალიერებს ასეთივე მზერით. ეს მისი ხასიათია, ის მუდამ იდეალის ძიებაშია, და ამიტომ ერთი ქალიდან მეორესთან გადაიფრენს ფუტკარივით. მაგრამ მორიგი “იმედგაცრუების” შემდეგ ისევ მზად არის ძიებისათვის. იმის თქმა რომ მონოგამური ცხოვრება მშვილდოსნისთვის მისაღებია, იგივეა, ვთქვათ, რომ ბინლადენი და ბუში მეგობრები არიან. ბუნებით ის მონადირეა, მას მოსწონს დევნა და არა შედეგი. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მას არ მოსწონს სექსი – პირიქით. დასაწყისში შეიძლება შეგექმნათ კიდევაც შთაბეჭდილება, რომ ის ძალიან მორცხვი და მორიდებულია, მაგრამ ეს მანამდე სანამ საძინებელში აღმოჩნდებით. მაშინ იქნება – ვნება, სინაზე და თავდავიწყება ერთდროულად. თუმცა პირველი ღამის მერე მშვილდოსანმა, თავისი მუდმივი ძიების გამო, შეიძლება დაკარგოს ქალისადმი ინტერესი. ამ დროს ის გულგრილი და ხშირ შემთხვევაში უხეში ხდება.


მშვილდოსანი – ქალი

ასეთი ამორძალი მუდამ რომ გყავდეთ გვერდით, გჭირდებათ მუდმივი სულის აღმაფრენა და სხეულის მიზანმიმართული მოძრაობა. მასთან რომანის ყველაზე საუკეთესო ვარიანტია სადმე ფეშენებელურ კურორტზე სამეცნიერო სიმპოზიუმის მოხსენებებს შორის. როგორც მშვილდოსან – მამაკაცს მას აღაგზნებს ნადირობის პროცესი. როდესაც მოინადირებს სასურველ მამაკაცს მყისვე უჩნდება სურვილი გადაერთოს რამე ძნელადმისაღწევზე… ის მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც უყვარს ჭკვიანი, ლამაზი და მხიარული ქალები! სექსი უყვარს და თითქმის ცხოვრების აზრად მიიჩნევს მას, ასე რომ მამაკაცს მოუწევს ენერგიის დახარჯვა რომ ასიამოვნოს მას.


თხის რქა – მამაკაცი

თხის რქა – თხის ნიშანია და სექსში ამ ცხოველის სიყვარულთუნარიანობა შემოაქვს. სიყვარულში ის ძალიან პუნქტუალურია და ბეჯითი, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საქმეში. გამძლეობით ის მარათონელს გავს. მას ყოველთვის კეთილშობილი სურვილები აქვს და ასევე თვლის რომ ქალი მთლიანად მას უნდა ეკუთნოდეს. ის ვერ იტანს უარს და მზად არის მიაღწიოს თავის მიზანს რაც არ უნდა ხანგრძლივი და მძიმე იყოს გზა. ურთიერთობაში მისი მთავარი მიზანი საკუთარი თავია. ხშირად ამ ნიშნის მატარებლებს ცოლად ფულიანი და გავლენიანი ქალები მოყავთ და ამაში ცუდს არაფერს ხედავენ.


თხის რქა – ქალი

მას ყოველთვის აწუხებს ეჭვი ნამდვილად უყვარს მის პარტნიორს ის თუ არა. ამის გამო ის შეიძლება ჩაკეტილი და მიუწვდომელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ თუ მიენდო მამაკაცს მაშინ მისი ვნება ვულკანივით იფეთქებს და ერთგულად ეყვარება მამაკაცი სიცოცხლის ბოლომდე. მამაკაცებისთვის ის სასურველი ქალია, მაგრამ დაახლოებას ბევრი მამაკაცი ვერ ბედავს მისი ცვალებადი ხასიათის გამო. სხვა ქალებისგან განსხვავებით თხის რქას შეუძლია მხარში ამოუდგეს მამაკაცს. და თუ მამაკაცი შეუყვარდა და საპასუხო სიყვარული ვერ მიიღო, მას საკმარისი მოთმინება და უნარი აქვს დაჟინებით მიიღოს ის რაც სურს და ამისთვის გამოიყენებს მეთოდს, მისი მეთოდები დახვეწილობით არ გამოირჩევა, სამაგიეროდ ყოველთვის ფინანსებით არის გაძლიერებული.


მერწყული – მამაკაცი

ყოველგვარი მერყეობის გარეშე დაეუფლება იმას ვინც მოეწონება. არიან მერწყულები გამრჩევები და ნაკლებად, მაგრამ გარყვნილები ერთნიც არიან და მეორენიც. და ამას არ მალავენ, პირიქით გულწრფელად აღიარებენ და არც ცხვენიათ. ის ამაყობს იმით, რომ სხვებს არ გავს. ნებისმიერ შეზღუდვას აღიქვამს, როგორც თავდასხმას მის სულიერ ზრდაზე.


მერწყული – ქალი

მას არ მოსწონს, როდესაც მას უყურებენ როგორც სექსუალურ ობიექტს. მას მაღალი მოთხოვნები აქვს და არ აპირებს მათ დაწევას, პირიქით მოითხოვს რომ მისი პარტნიორი ეპყრობოდეს მას სათანადო პატივისცემით. მას უყვარს სინაზე და მოფერება, სიყვარული მისთვის ამაღლებული გრძნობაა და არა ცხოველური ინსტინქტი. ის მეგობრულია და მის სახლში ხშირად არის წვეულება, ყოველთვისაა მეგობრების სიმრავლე. ის ფლირტის დიდოსტატია, იცის როგორ მიიყვანოს მამაკაცი აღგზნებამდე მხოლოდ ერთი სიტყვით, და ამას აკეთებს გაცილებით უკეთესად ვიდრე სხვა ქალი თავისი გაშიშვლებული სხეულით. მიუხედავად ამ ოსტატობისა ის გამოირჩევა ერთგულებით და ოჯახში აფასებს სიმშვიდეს და სტაბილურობას.


თევზები – მამაკაცი

პასიურია, მაგრამ ამავდროულად ნაზი. ქალთან ურჩევნია იყოს დამყოლი ვიდრე წამყვანი. მის გარშემო არიან მისი ყოფილი ცოლები და საყვარლები, რომელთანაც ის ბოლომდე ვერ წყვეტს ურთიერთობას იმიტომ რომ არ შეუძლია განშორება. ის ინახავს მათ სურათებს, სასიყვარულო წერილებს და სამახსოვრო ნივთებს. ის რომანტიული ნატურაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის მუდამ ყვავილებს მოგართმევთ ან სუნამოს. მას არ უყვარს დაძაბულობა ურთიერთობებში და ყველანაირად გაურბის ამას. შეიძლება იცრუოს კიდეც თუმცა ამას უცბად აღმოაჩენთ. პრინციპში ის არაა დარწმუნებული საკუთარ თავში და ქალში ეძებს ადამიანს რომელიც დაეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში და პასუხისმგებლობის გადანაწილებაში.


თევზები – ქალი

მასთან შეიძლება იგრძნოთ თავი ნარკომანად. მასში შეიძლება ჩაიძიროთ როგორც თბილ აბაზანაში და დაივიწყოთ ყველაფერი ამ ქვეყნად. ცხოვრებაში და სექსში ის გადასცემს ინიციატივას პარტნიორს. ამაში არ დევს არც სიკეთე და არც სისუსტე, ეს არის თავისებური ეგოიზმი. თევზი იხსნის პასუხისმგებლობას შედეგებისგან და საზრუნავს მიიღოს რამე გადაწყვეტილება. სანაცვლოდ ის სთავაზობს განცდის და თანაგრძნობის ზღვას, და ასევე სხვა ემოციების. ძლიან თბილი და დამთბობია, შეუძლია დაუთმოს პარტნიორს მაშინაც როდესაც თვლის რომ მართალია, იმისთვის რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე.


2
9153
9-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
9153
  
2015, 26 დეკემბერი, 23:27
მე მესაზღვრე ვარ ქალწულ-სასწორის და რაღაც-რაღაცეები ზუსტად ემთხვევა
2013, 13 მარტი, 14:40
ზუსტია ყველაფერი ავტორ ყოჩაღ
0 1 2