x
image
ტოპი
რატომ არის საწვავის ფასი ასეთი კატასტროფული !! ვისგან კონტრლდება მისი ფასები დღესდღეობით

imageალბათ უამრავ ჩვენგანს გვყავს ავტომობილი, ჩვენ თუარა ჩვენ მშობლებს
ან დედმამიშვილებს და შეუძლებელია არ გავიგონოთ მათგან საწვავის კატასტროფულ
ფასებზე წუწუნი, ხანდახან მიკვირს კიდეც როცა მოხუცები იტყვიან, რა კაი დრო იყო 3
მანეთად ბაკს მივსებდნენ და ცოტა არიყოს რაღაც არარეალური მგონია არადა ერთ დროს
მართლაც იყო ასე, მაგრამ დღეს კი საშინელი სიტუაცია გვაქვს, მაშინ როდესაც ჩვენს
მეზობლად აზერბაიჯანში საწვავის მაქსიმალური ფასი ქართული ვალუტით 90 თეთრის ტოლია
ქართული საწვავის ბაზაარი თითქმის სამჯერ ძვირია 2.50 ლარს აღწევს, რატომ არის
ასეთი ძვირი? რა უჯდებათ ტრანსპორტირება რომ ფასი თითქმის გასამმაგებულია? აბა
წარმოიდგინეთ საქართველოში რომ ბენზინი 1.20 იყოს რამდენით ნაკლები პრობლემა
იქნებოდა, როგორ გაიაფდებოდა ყველაფერი, საწვავის ფასის ზრდა თითქმის პირდაპირ პროპორციულად აისახება
დანარჩენ პროდუქტებსა თუ ნედლეულზე, მაგრამ ყველაზე საინტერესო ფაქტი ისაა
რომ მიუხედავად იმისა რაც ბაზარზე ახალ
ახალი კომპანიები გამოჩნდნენ გალფი, სოკარი, ვისოლი, ფასის სხვაობა მაქსიმუმ 5
თეთრში იყოს? რატომ? რატომ არავისგან კონტროლდება ეს? რატომ იზრდება ყველგან
ერთნაირად ფასები? და არანაირი შემცირება საქართველოში მხოლოდ იზრდება, და
რატომღაც უკან ფასის დაგდება ძალიან პრობლემურია როცა მსოფლიო ბაზარზე ბენზინის
ღირებულება 2008 წელში 29 თეთრით უფრო ძვირი უჯდებოდათ ვიდრე დღეს მაგრამ მაშინდელთან შედარებით დღეს
კატასტროფული ფასებია, და უბრალოდ შედარებაც კი არ შეიძლება. საინტერესოა ის რომ
ნეტავ სად მიდის ფული? ვის ჯიბეში მიდის ამდენი მოტეხვა? რომელი ბიზნესმენი თუ
პოლიტიკოსი ცდილობს გაისქელოს ჯიბე ქართველი ხალხის ხარჯზე? რათქმაუნდა სავარაუდოდ
დიდის ხელი იქნება გარეული მის გარეშე ხომ აქ ფული არ კეთდება, ცოტა შენ ჭამე
ბევრი მას აჭამე, დღეს ასეთი რეალობაა ჩვენს ქვეყანაში, იცის რომ მალე მოუწევს
წასვლა და ბოლომდე უნდა ამოწუროს ქართველ ხალხს ის რაც გააჩნია, ყველაზე დიდ
წუხილს კი ჩემში ის იწვევს რომ არანაირი საპროტესტო აქცია არ ეწყობა იმისათვის რომ
მოხდეს ამის დაგმობა. რათქმაუნდა შეხედეს რომ მაღალი ძრავის მქონე ავტომობილები
ძირითადად ცდილობენ გაზზე გადასვლას თუმცა არამც და არამც არ გაახარებენ, ფასის 30 თეთრით
გაზრდაა მოსალოდნელი და ნურც გაგიკვირდებათ
ხალხნო, ყველამ კარგად ვიცით რაც ხდება, მე უფლება არამაქვს სტატიით მოგიწოდოთ რომ
მივმართოთ რამე საპროტესტო აქციას იმისათვის რომ ჩვენ არავართ ყრუ ერი და გვესმის
რახდება სხვაგან და არ გვინდა რომ ჩვენივე მოძმე გვწეწავდეს, ცოტა გამოვფხიზლდეთ
და ვთქვათ ჩვენი სათქმელიც. ჩვენ ხომ ქართველები ვართ, ჩვენ ხომ ის ერი ვართ ვინც
საუკუნეებს გაუძლო რომ ქართულ სულს კიდევ ეთქვა თავისი შვილებისათვის რომ ის
არასოდეს დაიჩაგრება ჰოდა ნუ დახრით ხალხნო თავს (გახსოვდეთ ვისი გორისა ხართ)
იამაყეთ რომ ქართველად დაიბადეთ.

5
203
4-ს მოსწონს
ავტორი:ტოპი
ტოპი
203
  
2012, 25 სექტემბერი, 0:27
სასომხეთს საქართველოდან გააქვს ბენზინი და იქ უფრო იაფი ღირს :D კეზერაშვილები და მსგავსი ბობოლა ბ..ები რო აკონტროლებენ ამ სისტემას იმიტომაცაა ასე ფასები...ბანზინს თავი დავანებოთ ახლა გაზებზე დაიწყეს ჩალიჩი..გაზის მაგივრად ნახევარს ჰაერს ტუმბავენ და ისე მალე იცლებაო ვეც გაიგებო...ეს უკვე უამრავი მძღოლისგან მოვისმინე
2012, 12 მაისი, 13:03
ფორუმზო ავტო განყოფილებაში.. დავაგდე :))))
ეხლა 19 მაის პროტესტია გამოვდივართ სასტავი მანქანებით... სტიკერები მზადაა პლაკატებიც ;) სხვა გზა არაა... ძალიან გადავიდნენ თავზე.. ნავთობის ფასი კლებულობს ბენზისის იმატებს
2012, 12 მაისი, 12:48
მადლობა შენ :D :* სადღაც წავაწყდი ამ ფოტოს :D და მევასა :D
2012, 12 მაისი, 12:42
ჩვენ უკვე ვიჩაგრავთ თავს
2012, 12 მაისი, 12:40
ჰაჰა ფორუმზე ეგ ფოტო მე გავაკეთე და დავდე :D:D::D:D:D
0 1 5