x
image
სალო123
საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა და დროგამოშვებით ქარის შტორმული გაძლიერება

imageსაქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დღეს ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. დღეს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან შემომავალი შედარებით ცივი და ნოტიო, ხოლო სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედების შედეგად, ადგილი ექნება ამინდის მკვეთრ გაუარესებას, რაც ქვეყნის უმეტეს ნაწილზე გამოიწვევს ნალექს, ზოგან ძლიერს.შესაძლებელია სეტყვა და დროგამოშვებით ქარის შტორმული გაძლიერება. ცალკეულ მდინარეებზე, განსაკუთრებით პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში კი შესაძლებელია წყალმოვარდნები აღინიშნოს.
ჯერ კიდევ ორი დღის წინ მოსულმა სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზარალა მოსახლეობა.

0
45
2-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0