სხვა საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა და დროგამოშვებით ქარის შტორმული გაძლიერება 2014, 3 ივნისი, 9:58 საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დღეს ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. დღეს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან შემომავალი შედარებით ცივი და ნოტიო, ხოლო სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედების შედეგად, ადგილი ექნება ამინდის მკვეთრ გაუარესებას, რაც ქვეყნის უმეტეს ნაწილზე გამოიწვევს ნალექს, ზოგან ძლიერს.შესაძლებელია სეტყვა და დროგამოშვებით ქარის შტორმული გაძლიერება. ცალკეულ მდინარეებზე, განსაკუთრებით პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში კი შესაძლებელია წყალმოვარდნები აღინიშნოს. 45 2-ს მოსწონს
|