შოუბიზნესი თინა მახარაძის ცხელი ფოტოსესია ნიკა მელიას მხარდასაჭერად 2014, 2 ივნისი, 19:01
სულ ცოტა ხნის წინ კი თინამ ინტერნეტსივრცე ნახევრადშიშველი ფოტოებით დაიპყრო. "მართლა ახალგაღვიძებული, მართლა ჩემს სახლში და მართლა მე. მე ვარ მსახიობი, არ ვარ მოდელი, არ მაქვს იდეალური თუ რაღაცნაირი პარამეტრები, ვარ 160 სმ (ჯიპისის სასწორს თუ დავუჯერებთ, მაგდენიც არა.) 45 კგ, უმაკიაჟო და უფოტოშოპო, უგლამურო და უმაქმანო. ხოდა ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი, რაც ამ ფოტოებში ჩავდე, არის ის რომ, სინამდვილე და სიახლე ასწორებს. მაგრამ თქვენ ხმა მაინც ნიკა მელიას მიეცით"-წერდა თინა სოციალურ ქსელში. ნახევრადშიშველმა ფოტოებამ და ნიკა მელიას მხარდაჭერამ საზოგადოება გააოცა. ეს ყველაფერი ხუმრობა იყო, მეტიც მსახიობი თურმე მერობის კანდიდატს სულაც არ იცნობს. "არ ვიცნობ ნიკა მელიას, პიროვნულად არანაირი შეხება არ მაქვს. უბრალოდ მხარს ვუჭერ როგორც ''ნაციონალური მოძრაობის'' კანდიდატს. მინაწერიც აქედან გამომდინარეობს"-განაცხადა თინამ. ვუსურვოთ თინას წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 942 3-ს მოსწონს 4-ს არა
|