x
image
cindarella
Lady Gaga-ს ბიოგრაფია
image ლედი გაგა, რომლის ნამდვილი სახელია სტეფანი ჯოან ანჯელინა გერმანოტა, დაიბადა 1986 წლის 28 მარტს.ის იტალიელი წარმომავლობის ამერიკელი მომღერალია და ასრულებს საცეკვაო პოპ-მუსიკას.მისი საესტრადო მუსიკა ასევე მოიცავს დისკოს, როკს, ელექტრონიკას და სხვა ჟანრებსაც.

სტეფანი დაიბადა ნიუიორკში, კონკრეტულად - იონკერსში. დედმამიშვილებიდან ყველაზე უფროსი იყო.ოთხი წლისა უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, მოგვიანებით კი დაიწყო პოპ-მუსიკის მეფის-მაიკლ ჯეკსონის სიმღერების ჩაწერა მაგნიტოფონზე.შესაძლებელია, რომ მისი მუსიკისადმი სიყვარული მემკვიდრეობით მიიღო მამისაგან, რომელიც ახალგაზრდობაში უკრავდა ანსამბლებში.

11 წლის სტეფანი ჩაირიცხა სკოლაში, რომელსაც ეწოდებოდა “წმინდა გულების მონასტერი", სადაც სწავლობდა მდიდარ ოჯახში მაცხოვრებელ დებთან - ჰილტონ და კეროლაინ კენედებთან, აშშ-ს ცნობილი პოლიტიკოსის გოგონებთან ერთად.სკოლაში მას ხშირად დასცინოდნენ იმის გამო, რომ ისე არ ეცვა, როგორც სხვებს, თუმცა ამ დროს მომღერალი ღიმილითაც კი იხსენებს.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სტეფანიმ სწავლა განაგრძო ნიუიორკის ხელოვნების სასწავლებელში.14 წლისა მღეროდა კლუბებში და მონაწილეობას იღებდა სასკოლო კონცერტებში. საზოგადოებისდა გასაოცრად, ამ ასაკში ის სცენაზე წარსდგა ბიკინით.


2006 წელს სტეფანიმ მუშაობა დაიწყო პროდიუსერ რობ ფიუზართან.მასთან ერთად ჩაწერა ისეთი სიმღერები, როგორიცაა: “Beautiful, Dirty, Ric" და “Disco Heaven".თვითონ ბობმა შეარქვა მას ფსევდონიმი Lady Gaga.შემდეგ მან ხელი მოაწერა შეთანხმებას“Def Jam", თუმცა ის 9 თვეში გააუქმეს. ერთი წლის შემდეგ გაგამ ხელი მოაწერა “Interscope Records"-ის ეტიკეტების წარმომადგენელ ვინსენტ ჰერბერტთან, რომელმაც მასთან

ხელშეკრულება გააფორმა, როგორც კომპოზიტორთან.

Lady Gaga მუშაობდა ისეთ ცნობილ სახეებთან, როგორიცაა: ბრიტნი სპირსი, ფერჯი და ჯგუფი “Pussycat Dolls".ფაქტი-ურად, Lady Gaga-ს ერთ-ერთი პირველი თაყვანისმცემელი იყო რეპერი-ეიკონი, რომელსაც ძალიან მოსწონდა მისი სიმღერები.

2008 წელს მომღერალმა დაამთავრა ალბომის ჩაწერა-“The Fame".მისმა პირველმა სინგლმა დიდი წარმატება მოიპოვა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.შემდეგი ალბომები უფრო წარმატებული იყო, ვიდრე დებიუტი.შეიძლება ითქვას, რომ ოდესღაც უცნობმა სტეფანი გერმანოტამ ააფეთქა მუსიკის სამყარო.

0
35
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:cindarella
cindarella
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0