x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დედამ 8 წლის შვილი აბაზანაში დაახრჩო,თვითონ კი პლიაჟზე გასარუჯად წავიდა
image





















მკვლელობა საშინელი და უაზრო...დედამ გაგუდა თავის 8 წლის გოგონა სასტუმროს ნომრის აბაზანაში, თვითონ კი პლიაჟზე გავიდა, შეზლონგზე წამოწვა და მზეს მიეფიცხა.


ეს ტრაგედია ტუნისში მოხდა 13 მაისს..გამომძიებლებმა რუსი ტურისტი ქალაქ კოპლინოდან(სანკტ-პეტერბურგს მიეკუთვნება) ნატალია ბალანდინა პლიაჟზე იპოვეს და დააკავეს...ეს ხდება 4 საათის შემდეგ, როდესაც სასტუმრო Thapsus Club Hotel-ის თანამშრომელმა, რომელის საკურორტო ქალაქ მაჰდიაში მდებარეობს, გოგონას უსიცოცხლო გვამი აღმოაჩინა.


მედიკოსებმა დაამტკიცეს, რომ გოგონა რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო, სანამ დამლაგებელი მას აღმოაჩენდა ..ჯერ ბალიშით გაგუდეს..ხოლო შემდეგ აბაზანაში ჩააწვინეს.



27 მაისს წინასწარი გამოძიება დასრულდა და დედა ეჭვმიტანილად სცნეს.


თუმცა გაუგებარია მოტივი..რატომ უნდა მოეკლა დედას გოგონა?43 წლის ქალს წინა ქორწინებიდან 2 ზრდასრული შვილი ჰყავდა, 22 წლის გათხოვილი გოგონა და ვაჟი, რომელიც მამასთან ცხოვრობს..უმცროსი ნასტია უკვე სხვა მამაკაცისგან გააჩინა....დედა-შვილი იმ საღამოს აპირებდა უკან რუსეთში დაბრუნებას.image






















ეჭვმიტანილი იყო იტალიელი ტურისტიც, ვისთანაც იქ ყოფნის პერიოდში ნატალიამ რომანი გააბა, თუმცა მას დანაშაული ვერ დაუმტკიცდა და განთავისუფლებული იქნა.


მეორე მხრივ ისმის ლოგიური კითხვა:რომელი ნორმალური დედა მიატოვებს 4 საათის განმავლობაში 8 წლის შვილს და თვითონ პლიაჟზე მზეს მიეფიცხება, ისე რომ არც მოიკითხავს?


ნატალია ბალანდინა ამჟამად ტუნისის ციხეშია გამომწყვდეული, თუ ბრალი დაუმტკიცდა ადგილობრივი კანონის თანახმად, მას სიკვდილით დასჯა ელოდება.უკეთეს შემთხვევაში კი სასამართლოს გადაწყვეტილებით საფუძველზე შესაძლოა მოიპოვოს უფლება იმის, რომ სამშობლოში მოიხადოს სასჯელი.image





4
549
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
549
  
2014, 30 მაისი, 0:18
სიკვდილი მსუბუქი სასჯელია...
2014, 29 მაისი, 21:38
სიკვდილით უნდა დასაჯონ კი ნამდვილად ))))
2014, 29 მაისი, 10:02
რა აწყენინა ასეთი
2014, 29 მაისი, 10:01
ვაიმე :((((((( რა ლამაზი და საყვარელია თან :(((( ალბათრაღაც გადაუტრიალდა ტვინში ამ ქალს ან ეშმაკი ჩაუსახლდა აბა საღად მოაზროვნე ასეთ რამეს გააკეთებს და მერე პლაჟზე დაწვება?თან ისე რო არც მიმალვას ცდის? მოკლედ დიდი ტრაგედიაა :(
0 1 4