ერთ-ერთმა იაპონურმა კომპანიამ ახალი ბიუსჰალტერი გამოუშვა, სახელწოდებით, " თრუ ლავ ტესტერი" (ინგ. ნამდვილი სიყვარულის შემმოწმებელი). ბიუსჰალტერი ადვილად იხსნება თუ ქალი ნამდვილად შეყვარებულია. მასში დამონტაჟებულია სენსორები, რომელთა საშუალებითაც მონაცემები მობილურ ტელეფონს გადაეცემა. სენსორები გულისცემასა და გრძნობებზე რეაგირებს და განსაზღვრავს ღირს თუ არა ბიუსჰალტერის გახდა.
ჯერჯერობით, უცნობია როდის გამოვა გასაყიდად ეს უცნაური თეთრეული და არც მისი ფასი კონკრეტდება.