x
"ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის განცხადება
imageსამწუხაროდ ზუგდიდში, ბოლო დღეების განმავლობაში, მასობრივი ხასიათი მიიღო ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან აგრესიულმა ქმედებებმა: სააგიტაციო მასალების განადგურებამ, გამოწვევებმა და პროვოკაციულმა მოქმედებებმა, პირადმა შეურაცყოფამ და სხვა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს რამოდენიმე დღის წინ გაკეთებული აბსოლიტურად უსაფუძვლო უარგუმენტო განცხადება კომისიის წევრებზე ზეწოლის შესახებ.

ასეთი განცხაება ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს და ეს შესაძლოა ჩვენს თანაქალაქელეებს შორის პიროვნული დაპირისპირების საბაბი გახდეს.

"ქართული ოცნების" ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს აბსოლიტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში. შესაბამისად, ნებისმიერი სახის დარღვევა ან ფაქტი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პროცესს, დაუყონებლივლივ უნდა აღიკვეთოს, საჭიროების შემთხვევაში კი დაიწყოს გამოძიება.


გამომდინარე აქედან, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და

მათ მხარდამჭერებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი კონფრონტაციისა და დაპირისპირებისაგან, პასუხისმგებლობის გრძნობით მოვეკიდოთ ყოველ ქმედებას თუ განცხადებას.

შესაბამისად მივმართავთ თხოვნით სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მყისიერი რეაგირება მოახდინონ პოლიტიკური

სუბიექტების მხრიდან ნებისმიერ უკანონო ქმედებაზე.

ასევე მივართავთ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, რათა ვიყოთ ყურადღებით და თავიდან ავირიდოთ ყოველგვარი შესაძლო პროვოკაცია.

ამდენად, შესაძლო ესკალაციის ან რაიმე პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით, "ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაცია მიზანშეწონილად

მიიჩნევს ცალკეულ ბრალდებებზე სამართალმაცავების მყისიერ რეაგირებას.

მიგვაჩნია, რომ ყველა განცხადება, რომელიც გაკეთდა ან გაკეთდება

ვითარების ხელოვნურად დაძაბვისა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზნით, დაუყონებლივ უნდა იქნას

შესწავლილი. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ

პროცესს.




0
30
შეფასება არ არის
ავტორი:მერი შენგელაია
მერი შენგელაია
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0