x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
რა ხდება სამეგრელოში? - ვინ ვის დადებს ბეჭებზე...

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმედის ეთერში მორიგი „კარგი შოუ“ დადგა. გამოსდის ეს ამ ადამიანებს, რაღა დასამალია სხვა კარგ და ცუდ საქმესთან ერთად. და მაინც, ამ შოუს ფინალი - „რა ხდება სამეგრელოში?“ იმდენად იყო დროსა და სივრცეს აცდენილი, მის შინაარსსა და თუნდაც ნაციონალების ლიდერების - დავუშვათ, რომ გულწრფელ განცხადებებსაც თუ დავუჯერებთ, ცხადია, რომ სამეგრელოსთან მიმართებაში მათი დამოკიდებულება არ შეცვლილა და ისინი ისევ იმ ძველ დროში არიან ჩარჩენილები.
რა თქმა უნდა, ნამდვილად ვერ ვიდარდებთ პოლიტიკური ოპონენტებსა და მათ მესიჯებზე, ეს რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კუთხესა და ჩვენს ზუგდიდს არ ეხებოდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეცდომებზე საუბრისას ყოველმხრივ არიდებენ თავს კონკრეტიკას და უფრო მეტიც, ძალიან სურთ ერთმანეთში აურიონ შეცდომა და დანაშაული. დიახ, გვესმის რომ შეცდომა მოსდის იმას, ვინც საქმეს აკეთებს. მაგრამ დანაშაული, მით უფრო, სისტუმური ხასიათის, რომელსაც თუნდაც სამეგრელოში ჰქონდა ადგილი განა შეიძლება „შეცდომის“ რანგში გაიყვანო და გუშინ უამრავი დანაშაულის ჩამდენი, ან გნებავთ ხელშემწყობი, ან თუნდაც ვერდამნახველი ადამიანი პოლიტიკურ კრავად წარმოაჩინო?
ბატონმა გუნავამ, მცდელობის მიუხედავად, ვერ დამალა თავისი განზრახვა და აბსოლუტურად გულწრფელი იყო, როდესაც „ბეჭებზე დადება“ ახსენა. სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ჯგუფის ტკივილი, რომ ცხრა წელი ბეჭებზე დადბული სამეგრელო ნელ-ნელა წელში სწორდება და ადამიანებს შიში დაძლეული აქვთ. სწორედ ამას ნიშნავდა მისი ღია განცხადება, რომელიც შეიძლება ერთგვარად ამომრჩევლების მიმართ მუქარადაც შეფასდეს. ეს არის განზრახვა, რომლის ღიად გაცხადებასაც უკვე აღარც კი ერიდებიან. მათ საპასუხოდ კი შეგვიძლია ძალიან მარტივად და მოკლედ ვთქვათ - „ქართული ოცნება“ იმიტომ არ მოვიდა ხელისუფლებაში, თქვენ კვლავ მოგეცეთ ადამიანების ჩაგვრისა და მათი ღირსების შელახვის საშუალება. ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში იმიტომ, რომ საბედნიეროდ, საქართველო, რომელიც ბოლომდე ვერ დადეთ ბეჭებზე, ფეხზე წამოვაყენოთ და ადამიანებს დავუბრუნოთ ცხოვრების სურვილი. ამ პროცესში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, მაგრამ არა იმათ, ვინც შეცდომასა და დანაშაულს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს.
ოპონირებას ანაკლიის თემითა და განათებული სამეგრელოთი ნუ დაიწყებთ. კარგად გახსოვდეთ, ანაკლიის აშენებისა და სამეგრელოს განთების გამო არ უთქვამს თქვენთვის უარი ამორჩეველს 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს.
დედაქალაქის მერობის თქვენმა კანიდატმა თქვა, რომ მისი პროტესტი წინა წლებში ძალოვანების ხელში ძალაუფლების უდიდეს კონცენტრაციასა და გადაცდომებს უკავშირდებოდა; გიგა ბოკერიამ კონტროლის არასაკმარის მექანიზმებზე ისაუბრა და არაერთი „ნაციონალი“ შეცდომებზე საუბრისას სწორედ იმ რესპრესიულ მანქანაზე აპელირებს, რომელიც თურმე „ვიღაცამ“ შექმნა და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ბატონმა გუნავამ კი მთელს საქართველოს შეაყარა თვალში ნაცარი - „გამოიძიონ“!. დიახ, ბატონო თენგიზ, გამოძიებული და დადასტურებულია, რომ სწორედ თქვენი ყოფილი თანამშრომლები აუპატიურედნენ ადამიანებს. გაქვთ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა? გამოძიებულია ბევრი სხვა უბედურებაც, რომელიც რეგიონის მთავარ პოლიციელად თქვენი ყოფნის დროს დატრიალდა უშუალოდ ზუგდიდში. თუმცა გამოსაძიებელიც ბევრია. მათ შორის, უგზოუკვლოდ დაკარგული ათობით ჩვენი თანამოქალაქის საქმე. სად არიან ეს ადამიანები? სად არიან პაატა ქარდავა, გოგიტა აბულაძე და სხვები. განა თქვენს დროს არ გაქრნენ ეს ადამიანები? განა თქვენ არ იყავით მაშინ მთავარი პოლიციელი? ადვილია, იმის თქმა „გამოიძიონ!“, როდესაც ყველა კვალი წაშლილია? მაგრამ იმის შესახებ თუ გსმენიათ, რომ არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდება? მერე რა იქნება -ისევ პოლიტიკურ დევნაზე დაიწყება საუბარი? და, მანამ ხომ არ ჯობდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც გეთქვათ რამე - საკუთარ პასუხისმგებლობაზე.
ნათლად ჩანს, რომ თქვენ და თქვენმა პარტიულმა ლობისტებმა ვერანაირი დასკვნები ვერ გააკეთეთ.
„კასრებში“ აღმოჩნელი კადრები რომ ბლეფი და ტყუილი არ არის ეს ხომ ყველამ კარგად იცით? როდის ხდებოდა ეს, ვინ იყო მაშინ აქ სამეგრელოში მთავარი „პოლიცმაისტერი“? თუ ის ღირსებაგათელილი და სულშიჩაფურთხებული ადამიანები ახლა მეორეხარისხოვანნი არიან და ადამიანურ თანაგრძნობასაც არ იმსახურებენ? ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სხვა და სხვა დანაშაულში, ან იყვნენ ცალკეული დანაშაულების - მკვლელობების, წამების, შანტაჟის, გაუპატიურების ჩამდენთა უშუალო ხელმძღვანელები, როცა ნიშნის მოგებით გამოძიებას ითხოვენ, მინიმუმ ამორალურია.
გახსოვთ, წინა ხელისუფლების დროს ამბობდნენ, რომ სამეგრელო ახალაიების იყო. მაშინ თქვას ვინმემ, რომ ის უბედურებები რაც აქ ხდებოდა ახალიების დაკვეთილი იყო, ან გნებავთ, მერაბიშვილის, ან თუნდაც სააკაშვილის. თქვან რომ ეს ადამიანები აიძულებდნენ სხვათა წამებას, მკლელობებს, გაუპატიურებას, ადამიანების უფლებების შელახვას. და თუ მათი მითითებით არ ხდებოდა ეს ყველაფერი, მაშინ ვინ იყო ის ადამიანი, ვინც დამნაშავეებს ახალისებდა და ხელს აფარებდა?
ადვილია თქვა, არ ვიცოდი ჩემი ხელქვეითი რას აკეთებდაო, მაგრამ მაშინ მინიმუმ პასუხისმგებლობა უნდა აიღო მათ საქციელზე. თუ სამეგრელოს მთავარმა პოლიციელმა არ იცოდა, რას აკეთებდნენ მისი ხელქვეითები, რატომ აქვს მას იმის ამბიცია, რომ ამდენი უბედურების ფონზე, მორალური უფლება მისცეს თავს და ოპოზიციური ძალის სახედ წარმოჩნდეს რეგიონში?
ცხადია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამეგრელოში სახე ვერ იცვალა და სრულიად სამეგრელოს მორიგჯერ უთხრა - მე იგივე ვარ მარად და მარად!... მაგრამ ზუგდიდში კარგი და გონიერი ადამიანები ცხოვრობენ და მათი ბეჭებზე დადება არც ისე ადვილია, მათ ეს უკვე გამოიარეს და ამის უფლებას არავის მისცემენ.


„ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის საარჩევნო შტაბი

1
205
1-ს მოსწონს
ავტორი:მერი შენგელაია
მერი შენგელაია
205
  
2014, 27 მაისი, 22:38
ზუგდიდელი ხარ??
0 1 1