როგორ მოვამზადოთ ნუთელას ნაყინი სახლში
მოსამზადებლად საჭიროა:
1) 1ჭიქა რძე;
2) 1ჭიქა ნუთელა;
3) 1 ჭიქა შედედებული რძე (სგუშონი);
მომზადება:
საშუალო ზომის ჯამში ჩავყაროთ : 1ჭიქა რძე, 1ჭიქა ნუთელა და 1 ჭიქა შედედებული რძე (სგუშონი), და ავთქვიფოთ მიქსერით ან ეს
ყველაფერი მოვათავსოთ ბლენდერში და ავთქვიფოთ.
ათქვეფილი მასა ჩავასხათ ფორმებში, თავსახური დავაფაროთ და
ერთი ღამით შევდგათ მაცივარში.
გამოვიღოთ და ფორმა ცხელ წყალში ჩავდოთ 6-10 წამით რის
შემდეგაც ადვილად ამოვიღებთ ნაყინს ფორმიდან.