სხვა საინტერესო, მაგრამ უცნობი ფაქტები სპორტის სამყაროდან 2014, 25 მაისი, 11:18 მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე თქვენთვის უცნობი ფაქტი სპორტის და სპორტული თამაშების სამყაროდან.
გამოკითხული მამაკაცების 58% თვლის, რომ პლიაჟის ხელბურთი გაცილებით ლამაზი და ეროტიულია, ვიდრე სტრიპტიზი. ფეხბურთის ბურთს 32 პანელი გააჩნია. ამათგან 12 შავია, ხოლო 20 თეთრი. პირველი სვლის ვარიანტი შაშში მხოლოდ შვიდია. კომპანია BlackBerry ამჟამად დიდ ფინანსურ სიძნელეებს განიცდის, მაგრამ ამავე დროს მრავალი წელია ის ფორმულა-1-ის რბოლებში "მერსედესის" სპონსორია. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ვინმე კორები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წელს, ის ცხოვრობდა ელადაში და პროფესიით იყო მზარეული. გამომცემლობა Detroit Free Press-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოირკვა, რომ პროფესიონალი ჰოკეისტების 68%-მა ყინულზე დაკარგა მინიმუმ ერთი კბილი. კრივი თავდაპირველად ზანგების უხეშ გართობად ითვლებოდა, მხოლოდ 1900 წლიდან დააკანონეს იგი, როგორც სპორტის სახეობა. "მონოპოლია" ბევრი ადამიანის საყვარელი სამაგიდო თამაში იყო. მისი ყველაზე ხანგრძლივი პარტია მიმდინარეობდა 70 დღეზე მეტხანს, ანუ ზუსტად 1680 საათს. იმისთვის, რათა კეგლი წაიქცეს, საკმარისია მისი ვერტიკალური ღერძიდან 7, 5 გრადუსით გადახრა. სპორტში ყველაზე ნელი რეკორდი დამყარდა ბაგირის გადაწევაში და ის უდრიდა 1კმ 350 მეტრს საათში. ბაგირის გადაწევა სპორტის ოლიმპიურ სახეობად ითვლებოდა სულ 20 წელი: 1900-1920 წლებში. ითვლება, რომ ძიუდოში სულ 10 დანია, მაგრამ სინამდვილეში მათი რაოდენობა 12-ია. 11 დანი არავისთვის არ მიუნიჭებიათ, აი 12-ის მფლობელი კი იყო სპორტის ამ სახეობის დამაარსებელი და უნიჭიერესი პედაგოგი ხოგარო კანო. დარტმისთანავე გოლფის ბურთი კრებს 270 კმ/სთ სიჩქარეს. პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული 51 ბრძოლიდან მაიკ ტაისონმა 21 ნოკაუტით მოიგო პირველივე რაუნდში. ეს ჩატარებული მატჩების 40, 8 %-ია და ამ რეკორდის მოხსნა ჯერჯერობოთ ვერავინ ვერ შეძლო. 2 საათი და 12 წუთი დაიხარჯა ერთ მიწოდებაზე გადაცემული ბურთის გასათამეშებლად მაგიდის ჩოგბურთში. ეს მოხდა 1936 წლის ოლიმპიადაზე, ერთმანეთს ხვდებოდნენ პოლონელი ალექს ენრილიხი და რუმენელი პანეტ ფარკაში. 494 10-ს მოსწონს
|