სხვა საინტერესო, მაგრამ უცნობი ფაქტები სპორტის სამყაროდან 2014, 25 მაისი, 11:18 მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე თქვენთვის უცნობი ფაქტი სპორტის და სპორტული თამაშების სამყაროდან.
გამოკითხული მამაკაცების 58% თვლის, რომ პლიაჟის ხელბურთი გაცილებით ლამაზი და ეროტიულია, ვიდრე სტრიპტიზი. ![]() ფეხბურთის ბურთს 32 პანელი გააჩნია. ამათგან 12 შავია, ხოლო 20 თეთრი. ![]() პირველი სვლის ვარიანტი შაშში მხოლოდ შვიდია. ![]() კომპანია BlackBerry ამჟამად დიდ ფინანსურ სიძნელეებს განიცდის, მაგრამ ამავე დროს მრავალი წელია ის ფორმულა-1-ის რბოლებში "მერსედესის" სპონსორია. ![]() პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ვინმე კორები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წელს, ის ცხოვრობდა ელადაში და პროფესიით იყო მზარეული. ![]() გამომცემლობა Detroit Free Press-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოირკვა, რომ პროფესიონალი ჰოკეისტების 68%-მა ყინულზე დაკარგა მინიმუმ ერთი კბილი. ![]() კრივი თავდაპირველად ზანგების უხეშ გართობად ითვლებოდა, მხოლოდ 1900 წლიდან დააკანონეს იგი, როგორც სპორტის სახეობა. ![]() "მონოპოლია" ბევრი ადამიანის საყვარელი სამაგიდო თამაში იყო. მისი ყველაზე ხანგრძლივი პარტია მიმდინარეობდა 70 დღეზე მეტხანს, ანუ ზუსტად 1680 საათს. ![]() იმისთვის, რათა კეგლი წაიქცეს, საკმარისია მისი ვერტიკალური ღერძიდან 7, 5 გრადუსით გადახრა. ![]() სპორტში ყველაზე ნელი რეკორდი დამყარდა ბაგირის გადაწევაში და ის უდრიდა 1კმ 350 მეტრს საათში. ბაგირის გადაწევა სპორტის ოლიმპიურ სახეობად ითვლებოდა სულ 20 წელი: 1900-1920 წლებში. ![]() ითვლება, რომ ძიუდოში სულ 10 დანია, მაგრამ სინამდვილეში მათი რაოდენობა 12-ია. 11 დანი არავისთვის არ მიუნიჭებიათ, აი 12-ის მფლობელი კი იყო სპორტის ამ სახეობის დამაარსებელი და უნიჭიერესი პედაგოგი ხოგარო კანო. ![]() დარტმისთანავე გოლფის ბურთი კრებს 270 კმ/სთ სიჩქარეს. ![]() პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული 51 ბრძოლიდან მაიკ ტაისონმა 21 ნოკაუტით მოიგო პირველივე რაუნდში. ეს ჩატარებული მატჩების 40, 8 %-ია და ამ რეკორდის მოხსნა ჯერჯერობოთ ვერავინ ვერ შეძლო. ![]() 2 საათი და 12 წუთი დაიხარჯა ერთ მიწოდებაზე გადაცემული ბურთის გასათამეშებლად მაგიდის ჩოგბურთში. ეს მოხდა 1936 წლის ოლიმპიადაზე, ერთმანეთს ხვდებოდნენ პოლონელი ალექს ენრილიხი და რუმენელი პანეტ ფარკაში. ![]() 496 10-ს მოსწონს
|