x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
არასეკულარულსაკრალური სახელმწიფო

image ფაქტი, რომ ჩვენში სადისკუსიო თემებია: გახრწნილია თუ არა საფლავი, ცოდვაა თუ არა ერთსქესიანთა ქორწინწინება, უნდა დასდევდეს თუ არა მოძღვარი მრევლს პრიმიტიულად შეიარაღებული მოძღვარი მოსაკლავად, რამდენად ჰარმონიზაციაშია რელიგიურ ღირებულებებთან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმული ზანტი პროგრესული ნაბიჯები ქართულ კანონმდებლობაში, სახელდობრ, ანტიდისკრიმინაციული კანონი, თავისთავად ცხადს ხდის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არასეკულარულ სახელმწიფოში.

მას შემდეგ, რაც იმაზე ვთანხმდებით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არასეკულარულ სახელმწიფოში, შეიძლება დავუშვათ, რომ ეს სახელმწიფო უფრო საკრალურია, ვიდრე სეკულარული. სწორედ აქ შეიძლება მწარედ შევცდეთ. სიტყვა “საკრალური" სიწმინდესთან, სათნოებასთან და სიკეთესთან ასოცირდება. ის კი, რაც ჩვენ გარშემო ხდება და თითქმის ყოველდღიური ხასიათი აქვს, არაფრით არ გავს სიკეთეს და მით უმეტეს, სათნოებას. ეს სხვა არა რაა, თუ არა გაუნელებელი სიძულვილი “ მოყვასისადმი", თავდასხმა და ბოროტება. ამ ლოგიკას თუ გავყვებით დავრწმუნდებით, რომ ჩვენ არც საკრალურ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ...

ბუნებრივად ისმის შეკითხვა თუ სად ვართ: ჩვენ ვართ გახერილები ფეტიშიზმსა და ფუნდამენტალიზმს შორის და ყოველთვის, როცა დონკიხოტივით აბჯარასხმული გავდივართ წარმოსახვით მტრებთან საბრძოლველად, ვივიწყებთ რომ ასე ჩლუნგად თავდაჯერებულმა ხალხმა, რომელსაც ვერცერთი მეცნიერი ვერ გადაარწმუნებდა, რომ სიმართლის სადარაჯოზე არ იდგა, ჯვარს აცვა მაცხოვარი, ასეთივე ხალხს უნდოდა ჩაექოლა ბიბლიური მეძავი და რაც მთავარია, არავის გვახსენდება, რომ ღმერთი სიმშვიდეა და არა ქაოსი, ღმერთი სიყვარულია და არა სიძულვილი და ჩავდივართ ათას სიმდაბლეს სიკეთისა და ზნეობის სახელით.

შორს წავა იმაზე დავა, რა ტიპის სახელმწიფო ჩამოვაყალიბეთ, თუმცა, რაც ჩვენ შევქმენით ცხადია, რომ არც სეკულარულია და, მით უმეტეს, საკრალური.

0
14
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0