x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გერმანელებს აეკრძალათ ყოფილი შეყვარებულის ინტიმური ფოტო-ვიდეოს შენახვა

image














გერმანული ქალაქ კობლენცის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რის თანახმადაც შეყვარებული წყვილი, რომლებიც ერთმანეთს დაშორდებიან ვალდებულნი არიან მოიშორონ ყველა ის ფოტო და ვიდეომასალა, სადაც უხეხულ, ინტიმურ პოზაში არიან დაფიქსირებულები.



ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, როდესაც სასამართლოს მიაკითხა გოგონამ თხოვნით, რომ მის ყოფილ შეყვარებულს წაეშალა და განეადგურებინა ყველა ის სურათი, სადაც ის ეროტიულ კონტექსშია გადაღებული, იუწყება The Local.


გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცი პროფესიით ფოტოგრაფია და მან შეაგროვა საკმაოდ დიდი კოლექცია ყოფილი შეყვარებულის, სადაც იგი შიშველია გადაღებული.

წყვილი არა მარტო დაშორდა, არამედ გოგონამ მოითხოვა ყველა სურათის განადგურება.


სასამართლომ არა მარტო დააკმაყოფილა გოგონას მოთხოვნა, არამედ მიიჩნია, რომ ქალის უფლებები უფრო პირველხარისხოვანია, ვიდრე საავტორო უფლება და ახალი კანონი-მოთხოვნა გაავრცელა მთელს რეგიონზე.


ამასთანავე კანონში მითითებულია, რომ მამაკაცს აქვს უფლება შეინახოს ყოფილი შეყვარებულის სურათი ან ვიდეომასალა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ტანსაცმლით შემოსილია.

2
71
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
71
  
2014, 24 მაისი, 14:48
მართლა მაგარი კანონია
2014, 24 მაისი, 9:20
ვაააუ მომწონს.....რა მოხდება საქართველოშიც მიხვდნენ რომ ქალი მნიშვნელოვანია და იზრუნონ მის უფლებებზე,,,,
0 1 2