კინო ბიჭი ზოლიან სამოსელში 2012, 11 მაისი, 23:21 "ბიჭი ზოლიან სამოსელში" – ეს არის 2008 წელს გადაღებული ფილმი, რომელიც ასახავს მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ ებრაელების მიმართ გამოჩენილ სისასტიკეს. მოვლენები ვითარდება გერმანელი ოფიცრის ოჯახის ირგვლივ, რომლებიც საცხოვრებლად გადადიან ებრაული სამუშაო ბანაკის გვერდით. ამ ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, რომელიც ვერ იაზრებს რა ხდება ბრმად ენდობა მამას და სჯერა რომ ის მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის იღვწის. ის უმეგობრდება ებრაელ ბიჭს და ყოველდღიურად ჩუმად ნახულობს მას... შემთხვევით ცოლი იგებს, რომ მისი ქმარი არამარტო აწამებს ებრაელებს, არამედ ცოცხლად წვავს მათ... მას აღარ შეუძლია მკვლელ ქმართან ცხოვრება და საცხოვრებლად დეიდასთან აპირებს გადასვლას, ამ ამბით შეწუხებული ბიჭი თავისი ებრაელი მეგობრის დასახმარებლად იპარება ბანაკში და თავს ებრაელად აჩვენებს.... სამწუხაროდ ისტორია დიდი ტრაგედიით სრულდება, გერმანელ ბიჭს მამამისისვე განკარგულებით სხვებთან ერთად ცოცხალად წვავენ..... 47 4-ს მოსწონს
|