x
image
K.P.
სალომე ტეტიაშვილი შეყვარებულია


imageმომღერალი სალომე ტეტიაშვილი საქართველომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო. ინტერნეტსივრცეში მისი ვიდეორგოლები გავრცელდა და პოპულარობაც რამდენიმე დღეში მოიპოვა. სალომე მამამ სულ პატარა მიატოვა და მას მერე დედასთან ერთად, ერთ ოთახში ცხოვრობს. დედა ქალიშვილის ბედნიერებისთვის არაფერს იშურებდა. გოგონამ სკოლის დამთავრების შემდეგ უსახსრობის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო.image

სულ ცოტა ხნის წინ სალომე სოციალურ ქსელში წერდა, რომ შეყვარებულია. "რა მაგარი შეგრძნებაა! ადამიანი ერთ სიტყვას რომ გეტყვის, იმ ერთ სიტყვას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდებოდი და წამში ყველაფერი იცვლება: დამოკიდებულება, ფიქრები, გრძნობები. ყველაფერი გიხარია, გაბრწყინებული დადიხარ, თვალები გიციმციმებს, მხოლოდ იმაზე იწყებ ფიქრს, როგორ გაახარო ის ადამიანი, ვისმა ერთმა სიტყვამაც ყველაფერი შეცვალა შენში, უცებ რომ მოეშვები და უბრალოდ ბედნიერი ხარ!"-წერდა სალომე სოციალურ ქსელში. მომღერალმა სრულად კარტების გახსნა არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ მართლაც არსებობს ადამიანი ვინც მის ინტერესს იწვევს. მეტიც, ჩვენთვის უცნობმა პრინცმა, სალომეს სიურპრიზი მოუწყო და დაბადებისდღე გადაუხადა.image

სულ ცოტა ხნის წინ სალომე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "x ფაქტორში" ვიხილეთ. გოგონა სტეფანეს გუნდის წევრია და 4 სკამიდან ერთი სწორედ მან დაისაკუთრა.

ვუსურვოთ სალომეს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... image

0
228
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0