შოუბიზნესი ნინა წკრიალაშვილი: "ჩემი დანიშნულება ერის გარყვნა იყო" (+ვიდეო) 2014, 20 მაისი, 22:06
ნინას ნაცნობები ძალიან პოზიტიურ პიროვნებად ახასიათებენ. მომღერალი სიახლეებსაც არ უშინდება. ის პირველი ქალი გახლდათ, რომელიც ქართული "ფლეიბოისთვის" გაშიშვლდა და ძალიან ბევრმა საზოგადოებისთვის უცნობმა და ნაცნობმა სახემ გაკიცხა. ნინამ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" მიიღო მონაწილეობა, "ორ ვარსკვლავში" კი ვახტანგ რჩეულიშვილის მეწყვილე გახლდათ. მომღერალი სულ ცოტა ხნის წინ ყველაზე პოპულარულ ქართულ სერიალში, "ჩემი ცოლის დაქალებში" ვიხილეთ. მისი პერსონაჟი დოდოშკა მდიდარი მამის შვილია. "ერთი გატუტუცებული, მდიდარი გოგოს როლი მომცეს, რომელიც ქმარს ღალატობს, რითიც მეგობარს და საკუთარ თავს შარში გაჰხვევს. მოკლედ, სულელი და არაბოროტი ქალია დოდოშკა"-გვიამბო ნინამ. ჯერ არავინ იცის ეს მისი ეპიზოდური როლია, თუ კიდევ ვიხილავთ სხვა სერიებშიც. ვუსურვოთ ნინას წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 375 3-ს მოსწონს 3-ს არა
|