x
image
K.P.
ნინა წკრიალაშვილი: "ჩემი დანიშნულება ერის გარყვნა იყო" (+ვიდეო)

imageნინა წკრიალაშვილი ყველასათვის ცნობილი ქართველი მომღერალია, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. გულწრფელი რესპოდენტია და ცდილობს კონფლიქტებში იშვიათად გაეხვეს. "ხის გარეგნობის გარდა რა დანიშნულება მოგაქვს თუ დაფიქრებულხარ?"-ამ პროვოკაციულ შეკითხვაზე ნინამ საკმაოდ საზრიანი და მხიარული პასუხი გაგვცა. "ვფიქრობ და აი, მართლა ვერ ვხვდები, რა სარგებლობა მომაქვს. ალბათ ჩემი დანიშნულება ეს იყო, რომ ერი უნდა გამერყვნა"-განაცხადა მომღერალმა.

ნინას ნაცნობები ძალიან პოზიტიურ პიროვნებად ახასიათებენ. მომღერალი სიახლეებსაც არ უშინდება. ის პირველი ქალი გახლდათ, რომელიც ქართული "ფლეიბოისთვის" გაშიშვლდა და ძალიან ბევრმა საზოგადოებისთვის უცნობმა და ნაცნობმა სახემ გაკიცხა. ნინამ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" მიიღო მონაწილეობა, "ორ ვარსკვლავში" კი ვახტანგ რჩეულიშვილის მეწყვილე გახლდათ. მომღერალი სულ ცოტა ხნის წინ ყველაზე პოპულარულ ქართულ სერიალში, "ჩემი ცოლის დაქალებში" ვიხილეთ. მისი პერსონაჟი დოდოშკა მდიდარი მამის შვილია. "ერთი გატუტუცებული, მდიდარი გოგოს როლი მომცეს, რომელიც ქმარს ღალატობს, რითიც მეგობარს და საკუთარ თავს შარში გაჰხვევს. მოკლედ, სულელი და არაბოროტი ქალია დოდოშკა"-გვიამბო ნინამ. ჯერ არავინ იცის ეს მისი ეპიზოდური როლია, თუ კიდევ ვიხილავთ სხვა სერიებშიც. ვუსურვოთ ნინას წარმატებები და ბედნიერი მომავალი...image

1
375
3-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
375
  
2014, 21 მაისი, 18:29
ნაციონალები თუ დამარცხდებიან საქაეთველოდან წავალო არ იძახდა?........................
0 1 1