სხვა 343 კილოგრამიანი ქალი თხოვდება 2014, 20 მაისი, 19:27 ჭარბი წონა ყოველთვის აქტუალურ თემას წარმოადგენს ჩვენს პლანეტაზე, თუმცა როგორც ირკვევა, ეს ყველას შემთხვევაში ასე არ არის, ვინაიდან არის ხალხი სხვა ამბიციებით- კერძოდ, იმატოს წონაში რაც შეიძლება ეფექტურად და კაცობრიობის ისტორიაში შევიდეს როგორც ყველაზე მძიმე წონიანი ადამიანი. გაიცანით წარმოშობით ბრიტანელი, 33 წლის - Susan Eman-ი, რომელიც ამჟამად 343 კგ-ს იწონის და მისი თქმით ეს დასასრული არ არის. ჯერ ისევ გასულ წელს სიმსუქნისკენ მიდრეკილ სიუზანს გაუჩნდა სურვილი წონაში კიდევ უფრო მომატების, რითაც საშუალება მიეცემა კაცობრიობას დაამახსოვროს თავი.
"სიმსუქნისკენ მიდრეკილება რაღა თქმა უნდა მაქვს, ამბიციაც გავხდე პლანეტის ყველაზე ჭარბი წონის ქალი აქედან წამოვიდა. მყავს ორი ვაჟიშვილი- 17 წლის Gabriel-ი და 13 წლის Brendan-ი, საბედნიეროდ სიმსუქნისკენ მიდრეკილების კვალი მათ არ ატყვიათ. ერთი წლის წინ კი სოციალური ქსელის მეშვეობით გავიცანი 35 წლის შეფ-პოვარი Clark Parker -ი ქალაქიდან Casa Grande. ხანგრძლივი და გულახდილი მიმოწერების შემდეგ კი გავიცანით ერთმანეთი პირადად და გადავწყვიტეთ დაქორწინება. კლარკი სწორედ ის ადამიანია ვინც მე მჭირდება, ის რამოდენიმე თვეა უკვე ცხოვრობს ჩემთან და მეხმარება ყველა იმ პროცედურაში, რასაც დამოუკიდებლად წონის გამო ვერ ვახერხებ, ასევე ხშირად ვსეირნობთ სკვერში. არაჩვეულებრივი მზარეულია, უდავოა თავის საქმეში, ზრუნავს ჩემს კვებაზე და მეხმარება გულმოდგინედ, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწიო ნანატრ 700 კგ-ს, რაც საშუალებას მომცემს მთელს პლანეტას დავამახსოვრო თავი"- ამბობს სიუზანი. "სიუზანი მიყვარს, შარშან გავიცანით ერთმანეთი და ვთვლი, რომ საკმაოდ ვიცნობ. მე მის სახლში, მასთან და მის 2 ვაჟთან ერთად ვცხოვრობ. მიყვარს მზარეულობა, სიუზანს კი ჭამა, რაც მას აბედნიერებს, ამიტომ ვცდილობ მხოლოდ ჯანსაღი საკვები მოვუმზადო, რაც გამოიწვევს მხოლოდ წონაში მატებას და არა მის დაავადებას. ექიმთან კონსულტაციაზე ვიყავით, წონის გამო სიუზანს ჯერ-ჯერობით არანაირი პრობლემები არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ექიმმა კი მაინც არ გვირჩია მიზნის განხორციელება, მე მაინც მზად ვარ სიუზანის ოცნებებს მხარში დავუდგე"- ამბობს პარკერი. 764 13-ს მოსწონს
|