შოუბიზნესი ნანკა კალატოზიშვილი ირაკლი კეიდიასთან ცხოვრებას არ ნანობს 2012, 11 მაისი, 22:36 ნანკა კალატოზიშვილი და მისი ყოფილი შეყვარებული ირაკლი კეიდია ერთ წელზე მეტი ერთად ცხოვრობდნენ. მათ იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ და ნანკა შვილის გაჩენაზეც კი ფიქრობდა. მათი დაშორების საკითხი ბურუსითაა მოცული, მაგრამ ნანკა მათი თანაცხოვრების ერთ წლიან ისტორიას კარგად იხსენებს და არ ნანობს მასთან გატარებულ დროს. მისი თქმით კედო ძალიან კარგი ადამიანია და მისგან ძალიან ბევრი რამ ისწავლა. ნანკა თამამად ამბობს, რომ ეს ერთი წელი მისთვის ძალიან წარმატებული და საინტერესო იყო. 85 1-ს არ მოსწონს
|