x
image
K.P.
გიორგი ვარდოსანიძე: "მე მყავს ყველაზე მაგარი ცოლი მსოფლიოში. მას აქვს ყველაზე დიდი გული და ყველაზე სუფთა სული"
imageმსახიობი გიორგი ვარდოსანიძე და მოცეკვავე სალომე ჭაჭუა დღეს ერთ-ერთი პოპულარული წყვილია ქართულ შოუ-ბიზნესში. ისინი ერთად პირველად პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" სცენაზე ვიხილეთ, პროექტის მიწურულს კი საზოგადოება მათ რომანზე ალაპარაკდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ჰქონდა პირადი ცხოვრება. გიორგი შეყვარებული გახლდათ მსახიობ თამთა შალამბერიძეზე, სალომე კი მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძეზე.


ყველასათვის მოულოდნელად გიორგიმ და სალომემ რომანის შესახებ გვამცნეს. ჭორები დადასტურდა, თუმცა წყვილი ირწმუნება, ჩვენი სიყვარული პროექტის შემდეგ დაიწყოო. წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა და ოჯახური თანაცხოვრებაც დაიწყეს.image

სულ ცოტა ხნის წინ გიორი ვარდოსანიძემ მეუღლეს სიყვარული კიდევ ერთხელ სოციალური ქსელის მეშვაობით აუხსნა და აღნიშნა, რომ სალომეთი ამაყობს.


"მე მყავს ყველაზე მაგარი ცოლი მსოფლიოში... მას აქვს ყველაზე დიდი გული და ყველაზე სუფთა სული... მე ის მეამაყება და მისი სუნთქვით ვცოცხლობ...
ასე რომ, ვისაც შეხება გაქვთ, ან გიწევთ ჩემს მეუღლესთან ურთიერთობა, გაუფრთხილდით მას, თორემ მე არ გაგიფრთხილდებით თქვენ...
პატივისცემით, გიორგი ვარდოსანიძე"-წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.



სულ ცოტა ხნის წინ სალომეს ხერხემლის პრობლემები ჰქონდა. ის ახლა საქართველოში მკურნალობს და აქტიური ვარჯიშისაგან თავს იკავებს.

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... imageimage

0
267
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0