x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სილამაზე თუ სიმახინჯე? - მსოფლიოს ყველაზე მაღალი ქალბატონები.
კარგათ მოგეხსენებათ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია და სიმაღლეც ინდივიდუალური აქვთ. თუმცა ბევრია თქვენს შორის ვინც სიმაღლეს ნატრულობთ ან პირიქით. ბევრი გამონათქვამიც გექნებათ გაგონილი სიმაღლესთან დაკავშირებით- "ალვის ხეც დიდია, მაგრამ რას ისხამს"; "ოქრო პატარაა, მაგრამ დიდი ფასი აქვს" და ა.შ. ჩემის აზრით გადაჭარბებული არაფერი ვარგა და ყველაფერში მაინც ზომიერებაა საჭირო, თუმცა გენებსა და ბუნებას წინ რა აღუდგება. ერთი სიტყვით, მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოს ყველაზე მაღალი ქალბატონები, რომელთა სიმაღლე 2 მეტრზე მეტია.



1. Elsani da Cruz Silva. დაიბადა ბრაზილიაში 1995 წელს. ელსანი ჩვეულებრივი და ჯანმრთელი ბავშვი იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 11 წლიდან სწრაფად იწყო სიმაღლეში ზრდა და 14 წლის უკვე 2 მეტრა და 5 სანტიმეტრი იყო. 19 წლის ელსანს ჰყავს 24 წლის რჩეული და ცხოვრობენ ერთად ბრაზილიის ქალაქ სალინოპოლისში, გეგმავენ იყოლიონ შვილები და აქვთ სრული იდილია.

image

image


image




2. Amazon Eve. ივი ყველაზე მაღალი მოდელის სტატუსით გინესებშია შესული, ქერა მოდელი 2 მეტრა და 3 სანტიმეტრია.

image

image




3. Caroline Welz. 2 მეტრა და 6 სანტიმეტრია.

image

image




4. Malee Duangdee. 2, 10 მეტრი სიმაღლის ტაილანდელი 19 წლის მალი გინესების რეკორდსმენია. 9 წლის ასაკში მედიკებმა აღმოუჩინეს ტვინის სიმსივნე, რასაც მიაწერეს მისი ზრდადობის ფუნქციის მოშლა.

image

image




5. Gitik Srivastav. 2, 11 მეტრი სიმაღლის გიტიკა ინდოეთის ეროვნული კალათბურთის ნაკრების ქალთა გუნდის წევრია. მისი მამაც ასევე კალათბურთელი იყო.

image

image



6. Ульяна Семенова დაიბადა 1952 წლის 9 მარტს, სიმაღლით ახალშობილი 51 სმ-ი და წონით 3 კგ-ი იყო, თუმცა 11 წლის ასაკში უკვე 180 სმ-ს იზომებოდა. მისი მამა 1, 76 და დედა 1, 64 სიმაღლისანი იყვნენ, იულიანა კი ამჟამად 2, 13 მეტრი სიმაღლისაა. იგი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია და ეხლა ლატვიის ოლიმპიური სოციალური ფონდის მმართველია.

image

image





7. Zainab Bibi. 29 წლის პაკისტანელი ზეინაბი სიმაღლით 2, 13 მეტრს იზომება და გინესებშია შესული. გოგონას ყოველდღიურ რაციონს 8 პური, 2 ქათამი, 2 ლიტრი რძე და 6 ლიტრი წყალი წარმოადგენს.

image




8. Malgorzata Dydek. პოლონეთის ეროვნული კალათბურთის ქალთა ასოციაციის გუნდის პროფესიონალი კალათბურთელი ე.წ. მარგო 2, 18 მეტრია.


image

image

image




9. Sandy Allen. 1955 წელს ინდიანოპოლში დაბადებული სენდი მსოფლიოს ერთ-ერთ მაღალ ქალად ითვლება 2, 33 მეტრი სიმაღლის გამო. 1974 წელს სენდიმ რეკორდების სააგენტოს მიწერა წერილი, რომ მარტოობით დაიღალა და იქნებ მისთვის სიმაღლით შესაფერისი მამაკაცი მოენახათ. წყაროდან უცნობია აასრულა თუ არა სააგენტომ ცხოვრებით დაღლილი მარტოსული ადამიანის თხოვნა, თუმცა ვიპოვე ფოტო, სადაც სენდი საქორწილო კაბაშია. სენდი 2008 წლის 13 აგვისტოს გარდაიცვალა 53 წლის ასაკში.

image

image

image




10. Yao Defen. 2, 34 მეტრი სიმაღლის ჩინელი იაო ასევე გინესების რეკორდებშია შესული. 200 კგ-ს იწონის და მისი სიმაღლე და წონა ნორმაზე გაცილებით მეტი ჰიპოფიზის სიმსივნის გამო მოხდა. 40 წლის ასაკში, 2012 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა დაავადებისგან.

image

image




11. Jane Banford. ყველაზე მაღალი ბრიტანელი ჯეინი 2, 41 მეტრი იყო. 1895 წლის 26 ივლისს დაიბადა და 1922 წლის 1 აპრილს გარდაიცვალა 27 წლის ასაკში, რაც მისმა დაავადებამ განაპირობა.

image




12. Zen Zhulan.

დაიბადა 1964 წლის 26 ივნისს ხუანის პროვინციაში. საშინელი სქოლიოზის გამო, რამაც განაპირობა მისი სიმაღლე- 18 წლის ასაკში 1982 წელს დაიღუპა და მისი სიმაღლის სრული ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა, თუმცაღა 2, 48 მეტრი იყო და მაინც მსოფლიოს ყველაზე მაღალ ქალად მოიხსენიება.

image

image



16
848
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
848
  
2014, 23 მაისი, 21:04
მეც კი მყავს მეუღლე რავა :P :D
2014, 23 მაისი, 21:00
გმადლობ, მეუღლე მიწევს გიდობას ;) :)))
2014, 23 მაისი, 20:54
გიმაპსინძლებ აუიცილებლად და ვიქნები გიდი :D
2014, 23 მაისი, 20:46
ამ ზაფხულს მაქვს გეგმებში ქუთაისის მონახულება და თუ მოვახერხე, გელათს აუცილებლად ვეწვევი, ანა კალანდაძის ლექსი (ფეხი დამადგით) სულ თვალწინ მიდგება როდესაც გელათს ვახსენებ.
2014, 23 მაისი, 20:43
ძალიან ლამაზია უნდა ნახო აუცილებლად
2014, 23 მაისი, 20:40
სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი გელათში. :(
2014, 23 მაისი, 20:33
დავით აღმაშენებელი..
2014, 23 მაისი, 20:33
გელათში თუ ხარ ნამყოფი მისი საფლავისდამიხედვით ძალიან დიდია დაახლოებით 2.30
2014, 23 მაისი, 20:21
ზოგიერთის შემთხვევაში ნორმალურ ჩამოყალიბებას მოყვა სიმაღლეში ასე ზრდა, თუმცა ბევრის შემთხვევაში დაავადებამ გამოიწვია. ჩვენს მეფეებს რაც შეეხება არა მგონია 2,48 სიმაღლისანი ყოფილიყვნენ, თუმცა სიმაღლით გამოირჩეოდნენ და განსაკუთრებითი ფიზიკურად იყვნენ ძლიერნი- 16 კილოიან ხმალს დაატარებდნენ.
2014, 23 მაისი, 20:08
ეს დაავადებად მე არ მიმაჩნია ჩვენი ორი უდიდესი მეფე დავით აღმაშენებელი და ვახტანგ გორგასალი ორივე ესეთი გიგანტები იყვნენ მაგრამ მეფეები უძლიერესი რომელთაც დაავადების სიფტომები არამგონია ქონოდათ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10