x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ისევ და ისევ გეორგიევსკის ტრაქტატი

გეორგიევსკის ტრაქტატი–სწორი ნაბიჯი თუ შეცდომა? ეს კითხვა უკვე რამდენი წელია ყველა ქართველს აწუხებს და ყველას თავისი აზრი აქვს. მოვლენები, რომლებიც მე–18 საუკუნის 80–90–იან წლებში დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში დღემდე აქტუალური განხილვის საგნად რჩება და ვფიქრობ, ეს ეპოქა მუდამ საკამათო თემა იქნება და ქართველი საზოგადოება ვერასდროს შეჯერდება ერთ აზრზე.

ჩემი სტატია გამოძახილია დღესდღეიბით მიმდინარე ურთიერთობებზე საქართველოსა და რუსეთს შორის. "ქართლის" ბედი ისევ საკითხავია და 21–ე საუკუნეშიც კი რუსეთი არ მალავს თავის იმპერიალისტურ, ჰეგემონურ მისწრაფებებს და აქტიურად არის დაკავებული მკაცრი პოლიტიკით. ჩვენი ქვეყნის ბედი რუსეთს გადაეჯაჭვა 1783 წლიდან, როდესაც ამ 2 სახელმწიფოს შორის გაფორმა ე.წ "სამეგობრო შეთანხმება" (თუმცა როგორი მეგობარი გამოდგა რუსეთი ძალიან კარგად დავინახეთ შემდეგ :) ) გეორგიევსკის ციხესიმაგრეში. ერეკლე მეორეს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. დაიწყო დაუსრულებელი კამათი, რომელიც დღესაც გრძელდება და რომელიც, ალბათ, არასდროს დასრულდება! ერეკლე მე–2–მ დაინახა ის საფრთხე რომელიც მოდიოდა ირანისა და ოსმალეთისგან, რა თქმა უნდა მაჰმადიანი მტერი მეტად საშიში შეიძლება ყოფლიყო, ვიდრე ჩვენი "ჩრდილოელი", ერთმორწმუნე მეზობელი– რუსეთი, რომელიც იყო "გასაღები" ჩვენი ევროპული მომავლისა და გარანტი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისა, თუმცა დგეს ჩვენ ვხედავთ რომ მეფე შეცდა და დღეს სწორედ რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც უკანასკნელი ძალებით ცდილობს ხელი შეუშალოს ჩვენს ევროპულ მომავალსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას. ჩვენ ვერ გავამტყუნებთ ერეკლეს და ვერც მოვუწონებთ ამ გადაწყვეტილებას. არავინ იცის რა იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ არ დაიდებოდა ეს ხელშეკრულება. მაშინ სასწორზე იყო ჩვენი ქვეყნის ბედი და გადაწყვეტილებაც მეტად სუბიექტური გამოდგა. რუსული ისტორიოგრაფიის მტკიცებით, გეორგიევსკის ტრაქტატის წყალობით „ქართველი ხალხი გადაურჩა სპარსეთის და ოსმალეთის მხრიდან გარდაუვალ აგრესიასა და სრულ გადაშენებას“. ამ აზრს იზიარებდა ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია. თუმცა, აღმოსავლეთმცოდნე რევაზ გაჩეჩილაძე ასეთ შეფასებას „რეალობის თავდაყირა დაყენების მცდელობას“ უწოდებს. რადაგანაც „სპარსეთს არ ესაჭიროებოდა საქართველოში ლაშქრობა, თუკი შაჰის ნორმალური ვასალი (სპარსეთისათვის ის ერეკლე ხანი იყო) არ განუდგებოდა მას. არც ოსმალეთი გეგმავდა აღმოსავლეთ საქართველოში ლაშქრობას, რაც სპარსეთთან ომის დაწყების ტოლფასი იყო. ქართლ–კახეთისათვის ბევრად უფრო სახიფათო დაღესტნელი მოთარეშეების ... ყაჩაღური თავდასხმების აღსაკვეთად რუსის ჯარი ერეკლე II-ს არც დახმარებია“. უარყოფითად აფასებს გეორგიევსკის ტრაქტატს ივანე ჯავახიშვილი: „1783
წ. ხელშეკრულების წყალობით საქართველო გაძლიერების და გარეშე მტრებისაგან უზრუნველყოფის მაგიერ სამის მხრით მტრებით შემორტყმული გახდა და განუწყვეტლივ საომარ განწყობილებაში ჩავარდა იმ თავის მეზობლებთანაც, რომელნიც წინათ მისი ერთგული მოკავშირენი იყვნენ. თვით ერეკლე მეფეც და მმართველი წრეები ხედავდნენ, რომ ამ პოლიტიკური ნაბიჯის გამოისობით საქართველო ისეთს საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსში შაჰ-აბაზის შემდგომ არ ყოფილა“. რომ არა ეს ხელშეკრულება იქნებ დღეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო, როგორც ასეთი, საერთოდ აღარ არსებობდეს, ჩვენი სარწმუნოება, რელიგია, ენა აღას არსებობდეს... ეს ყველაფერი არ გვაძლევს იმის თქმის უფლებას რომ 1783 წლის ფაქტმა მხოლოდ უარყოფითი მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მეორეს მხრივ თუ გავიხსენებთ ისტორიას, ის სავსეა რუსეთის აგრესიით ჩვენი "ერთიციცქნა" ქვეყნის მიმართ. ჩვენმა მეზობელმა ნაწილ–ნაწილ წაგვგლიჯა ტერიტორიები და ის საქართველო, რომელიც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული დღეს მხოლოდ ისტორიის ნაწილია. სახეძე გვაქვს 2008 წელი, როდესაც "ჩრიდოლოეთის ქარმა" ისევ და ისევ დაუბერა ჩვენ ქვეყანას და წაიღო ახალგაზრდა ქართველების სიცოცხლე. და მოვედით დღვანდელ დღემდეც, რუსეთი კვლავ თამამია თავის გადაწყვეტილებებში და არაფრით ეშვება "ახალი საბჭოთა კავშირის" შექმნის იდეას, სადაც ჩვენ, პირველ რიგში მოვიაზრებით. არ შემიძლია აღნიშვნის გარეშე დავტოვო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, სადაც რუსეთმა მართლაც დაამტკიცა, რომ ყველა მტერზე უარესი მტერია. მათ ფანტაზიას და დამპყრობლურ სურვილებს საზღვარი აღარ აქვს. ვინ იცის როდემდე გაგრძელდება ან როდის დასრულდება ან რა შედეგით დასრულდება ის ურთიერთობები, რომლებისაც 1783 წლიდან ჩაეყარა საფუძველი. ყოველ შემთხვევაში იმაზე დავის გაგრძელება, სწორად მოიქცა თუ არა მაშინ ერეკლე მე–2 სრულიად არაფერს არ მოგვცემს. დღეს ჩვენს მომავალზე უნდა ვიფიქროთ და შევაფასოთ ის მდგომარეობა სანამდეც ამ ურთიერთობებმა მოგვიყვანა. და ბოლოს, ჩემს სტატიას მაინც ობტიმისტურად დავასრულებ და ვიმედოვნებ რომ საქართველო ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას და მომავალში გახდება ევროპის ღირსეული წევრი. აწმყო მართლაც არ გვწყალობს, მაგრამ მომავალი იქნებ მართლა ჩვენია?!

0
2682
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ახრახაძე
თეონა ახრახაძე
2682
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0