ფეხბურთი ლიონელ მესიმ უხამსი წინადადება შემომთავაზა 2014, 16 მაისი, 17:03 პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა გულშემატკივარმა, მოდელმა და მსახიობმა ლარისა ლიკერმემ (Larissa Riquelme)იმით გაითქვა სახელი, რომ პირობა დადო:თუ მათი ნაკრები გავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკაში, მაშინ იგი მთლიანად გაშიშვლდებოდა. მოდელმა პირობა შეასრულა, თუმცა არა სახალხოდ, არამედ ერთ-ერთ ჟურნალის გარეკანზე დედიშობილა წარმოგვიდგა. ბრაზილიაში ჩემპიონატის დაწყების წინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის და "ბარსელონას" ვარსკვლავის არგენტინელი ლიონელ მესის წინააღმდეგ პარაგვაელმა მოდელმა სკანდალი ააგორა. როგორც მოდელი აცხადებს, მესიმ მას შესთავაზა ფული სექსის სანაცვლოდ.იგი პატიოსან გოგოდ მიიჩნევს თავს და რასაკვირველია არ დათანხმდა ფეხბურთელის ექსტრავაგანტულ წინადადებას. 623 11-ს მოსწონს 1-ს არა
|