x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Marilyn Monroe-ს ნაკლებად ცნობილი ფოტოები.
"ამერიკის სექს-სიმბოლო, უამრავი მამაკაცის საოცნებო ზმანება, მილიონობით ქალის შურის ობიექტი, მაგრამ ტრაგიკული ფიგურა"... და რაღა თქმა უნდა თუ არა Marilyn Monroe, აბა სხვა ვინ?? (Norma Jean mortensoni)

image




1 ივნისს მერლინს 86 წელი შეუსრულდებოდა რომ არა მისი დღემდე იდუმალი და მრავალ ვერსია-ნი სიკვდილი. დაიღუპა სულ რაღაც 36 წლის ასაკში, მაგრამ მისი ლეგენდარული სახელი ისტორიას არ ჩაბარებია. მის შესახებ 600-მდე წიგნიც კი დაიწერა.


image



შესავლის შედეგად კი მინდა გამცნოთ მერლინის ცხოვრების ყველაზე არეული პერიოდი და Ed Fayngersh-ის მიერ გადაღებული ყველა ის ნაკლებად ცნობილი ფოტო, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხანია მედიის საშუალებით გავრცელდა.


როგორც ცხადია მერლინის ცხოვრებაში 1955 წელი ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა, ვინაიდან იგი გაექცა სტუდია Twentieth Century Fox-ს, სრულიად პუბლიკას და შეეცადა დაეწყო ახალი ცხოვრება ნიუ-იორკში. ქუჩაში უმაკიაჟოდ გადიოდა, მთელს დღეს დაეხეტებოდა ისე, რომ არც კი იმჩნევდა ვინ იყო სინამდვილეში, უნდოდა ჩვეული, ადამიანური ცხოვრებით ეცხოვრა. ფსიქოლოგთანაც კი დაიწყო სიარული მკურნალობის კურსების გასავლელად, რადგან გენეტიკურად ახასიათებდა ფსიქიური აშლილობა, მისი ბებია ხანდაზმული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გარდაიცვალა და დედამაც საკმაოდ ახალგაზრდამ ასევე ფსიქიატრიულში ამოჰყო თავი.


თუმცაღა პაპარაცებსა და ფოტოგრაფებს რას გამოაპარებ, შეუძლებელი იყო მის ხეტიალს მარტოს ჩაევლო. სულ რამოდენიმე წელიც და როგორც წყაროებიდან ცნობილია იგი თავის ნომერში, ტელეფონის ყურმილით ხელში მკვდარი იპოვეს, თუ ვის ურეკავდა სიკვდილის წინ, ესეც საიდუმლოა, რადგან სატელეფონო სადგურზე ჩანაწერი ამ საუბრის შესახებ გაქრა.


საუბარი რომ აღარ გამიგრძელდეს მერლინზე, წარმოგიდგენთ ყველა იმ ფოტოს, რომლებიც შედარებით ნაკლებადაა ცნობილი პუბლიკისთვის და რომლებიც ცნობილ ფოტოგრაფს Ed Fayngersh-ს ეკუთვნის:


image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image



2
84
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
84
  
2014, 16 მაისი, 12:31
სხვათა შორის ჩვენში მაინცდამაიინც ეგ მსახიობი დიდად პოპულარული არ იყო....საერთოდ საბჭოთა ქვეყნებში...თუმცა ამერიკულმა მძლავრმა სარეკლამო პიარ კამპანიამ მაინც თავისი ქნა
2014, 15 მაისი, 21:22
საყვარელი
0 1 2