x
image
ჯონ დო
საშინლად ლამაზი მოდელები.....
მსოფლიო მიჩვეულია ადრიანა ლიმას და სინდი კროუფორდის მსგავს

ულამაზეს მოდელებს, მაგრამ დღესდღეობით მოდის სამყაროში არიან

არასტანდარტული შეხედულების მოდელები, რომლებიც სხვადასხვა

ცნობილ სააგენტოებში ირიცხებიან და ძალიან პოპულარულები არიან.


ამ გოგონებს დაპყრობილი აქვთ პოდიუმი და სხვადასხვა ფოტოსესიები

მხოლოდ და მხოლოდ თავისი ინდივიდუალურობით...

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე არასტანდარტულ მოდელს.


1.ბრიტანელ წითურ გოგონას ლილი კოულს აქვს საკმაოდ ფართე

ფორმის სახე, რომელიც ერთი შეხედვით არ ჯდება მოდის ბიზნესის

სტანდარტებში.ასევე მას თხელი ტუჩები და თვალებს შორის

დაშორებაც საკმაოდ დიდი აქვს.მაგრამ დღესდღეობით ძნელი

წარმოსადგენია ლილი გარეშე მოდის სამყარო...

ლილი თანამშრომლობს: chanel, hermes, longchamp, cacharel,

topshop, dkyr, jean paul gaultier, versace, alexandre mcqueen.....

image

image

2.ლილი მაკმენამი ერთი შეხედვით მოდის სამყაროსათვის თითქოს

მიუღებელი ჩანს, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის მიიღოს მონაწილეობა

სარეკლამო კომპანიებში: marc jacobs, chanel, versace, prada, ასევე

ცნობილ pirelli-ის ეროტიკული კალენდრისათვის.

image

image

3.ველვეტ დამური მოდის სამყაროში ითვლება ყველაზე სრულ

მოდელად.. ველვეტმა თავისი ზედმეტი წონის მეშვეობით მშვენიერი

კარიერა გაიკეთა.მას არ ეთაკილება გამოვიდეს პოდიუმზე კორსეტით

და საცურაო კოსუმით. ველვეტის ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი

არის ჟან პოლ გოტიე. სწორედ ველვეტს ანდობს თავისი ჩვენების

დახურვას.... იწონის 136 კილოგრამს და ყურადღებით აკვირდება

თავის სხეულს, რომ წონაში არ დაიკლოს....

image

image

4.ლინდსი ვიტსონს ნამდვილი თოჯინის სახე აქვს:პუტკუნა ბავშვური

ტუჩები, პატარა აწეული ცხვირი, თვალები ფართოდ აქვს დაშორებული და წინა კბილებს შორის შესამჩნევი დაშორება, მაგრამ ის თანამშრომლობს: miu miu, mullberry, ana sui, john galliano,

alexandre mcqueen, versace. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ლინდსი

არასოდეს არ იკეთებს მაკიაჟს.

image

image

5.დაფნა გროელვედს შეეძლო დაკომპლექსებულიყო თავისი ფართო

ცხვირით და დიდი კბილებით, მაგრამ გოგონას ყურადღება მიიქცია

მისმა დიდმა თვალებმა და იდუმალმა გამოხედვამ. დაფნა უყვართ

ისეთ ცნობილებს, როგორებიც არიან: calvin klein, dior, miu miu,

gucci, prada. ის ასევე გახდა dior addict-ის არომატის სახე.

დაფნა ოცნებობს, რომ გახდეს ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი, მაგრამ

ჯერჯერობით არავინ ეკონტაქტება....

image

image

6.ბევრს ალბათ ახსოვს იაპონელი დევონ აოკი ფილმებიდან

“ორმაგი ფორსაჟი“ და “ცოდვის ქალაქი“. მისი გულის ფორმის

სახე არა მარტო კინემატოგრაფების თვალში მოხდვა, ასევე ის ცნობილი ლეგენდარული ფოტოგრაფის მარიო კორენტის მუზა არის.

ასევე ის თანამშრომლობს hugo boss, moschino, undarop და fredi.

ასევე რამოდენიმე წელი lancome-ს სახე იყო.

image

image

7.ბელგიელ ჰანა გაბი ოდიელს აქვს დიდი შუბლი და დიდი კვრიმალები. ესეთი შეხედულება ჰანის განუმეორებელს ხდის.

მან უკვე რეკლამა გაუკეთა ვალენტინოს კოლექციას, მონაწილეობა

მიიღო mullbery, belenciaga, vera wang ჩვენებებში. ცხოვრების

სტილიც უჩვეულო აქვს, როგორც მისი შეხედულება.ჰანას შეუძლია

დიდი ყურადღება გამოიწვიოს.

image

image

8.რუსი მოდელი კატია ჟიკოვა არ მალავს იმის შესახებ, რომ არ

აპირებს გახდომას.ის გახდომის გარეშეც მოქცეულია მოდის სამყაროს

ყურადღების ცენტრში.ის პროპაგანდას უწევს ჯანსაღ კვებას და

ერთ-ერთ არხზე მიჰავს შოუ. ასევე სხვადასხვა ფოტოსესიებში იღებს

მონაწილეობას. “სილამაზე არ მოითხოვს მსხვერპლს“-ესეთი დევიზით მიდის კატიას ცხოვრება.

image

image

9.ამერიკელ კელი მეტენდორფს აქვს წვრილი თვალები და კვადრატული ფორმის სახე.თითქოს არანაირად არ ჯდება მოდის

სამყაროში, მაგრამ სწორედ მისი ინდივიდუალურობა დაეხმარა მას

გამხდარიყო მოდის სამყაროს გმირი.vogue, danks, i-d, surface,

richardson ეს ჩამონათვალი თანამშრომლობს კელისთან.

მსოფლიოს მაღალ მოდაში კელი ძალიან პოლულარულია.

image

image

10. და ბოლოს... მოდელი-ანდროგენი, ჩეხი ანდრეი პეჟიჩი არასტანდარტულად გამოიყურება, როდესაც ის მამაკაცების მოდის ჩვენებაზე გამოდის,

მაგრამ როდესაც ანდრეის ეძახიან ქალის ტანსაცმლის დემონსრაციაზე, ის აბსოლუტურად გადაკეთდება მომხიბვლელ ქერა

ლამაზმანად....მოდის ხელოვნების უნივერსალია.ის მონაწილეობს

ცნობილი დიზაინერების გამოფენებზე, ასევე სისტემატიურად ეძახიან

ფოტოსეიებზე: vouge, FHM, vulture magazine და კიდევ სხვადასხვა

პოპულარულ გამოცემებში.


image

image

image

4
733
9-ს მოსწონს
ავტორი:ჯონ დო
ჯონ დო
733
  
2014, 23 მაისი, 0:37
დევონ აოკი მაგარია რაგინდათ, მე მაგრად მევასებოდა ფორსაჟში
2014, 15 მაისი, 22:06
თუნდაც ჟირინოვსკი იყოს, არაუშავს:)))))
2014, 15 მაისი, 19:36
ჟიკოვა კი არა ჟარკოვაა ეგ :)
2014, 15 მაისი, 19:22
ფუ, რას გვანან.
0 1 4