ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე შესაძლოა ტურინიდან მილანში გადაბარგდეს.ის ზეედორფის სავარაუდო შემცველეთა სავარაუდო სიაში მოხვდა.
ასევე "მილანის"შესაძლო მომავალ მწვრთნელად განიხილება "ზენიტის" ყოფილი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტის კანდიდატურა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტონიო კონტეს უკვე შეხვდა ადრიანო გალიანი, თუმცა საუბრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ცოტა ხნის წინ, სილვიო ბერლუსკონიმ მინიშნება გააკეთა, რომლის მიხედვით კლარენს ზეედორფი მიმდინარე სეზონის ბოლო დატოვებს დაკავებულ პოსტს.