x
ევროვიზია 2014 ტრანსვესიტი კონჩიტა გახდა

ევროვიზია 2014 კონკურსი დასრულდა და მისი გამარჯვებული ტრანსვესიტი კონჩიტა ვურტსი გახდა.კონჩიტა იგივე თომას "ტომ' ნოივირთი დაიბადა 1988წლის 6 ნოემბერს. ის ევროვიზიაზე ავსტრიას წარმოადგენდა და სიმღერით "ფენიქსივით აღვსდექი" კონკურსის გამარჯვებული გახდა.ვურსტის როლში მომღერალი ქალის ხმით მღერის და საუბრობს.ბავშვობა მშობლიურ ქალაქ შტირიაში გაატარა, ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრიაში, დაამთავრა მოდის სკოლა2011წელს, 2006 წელს ტომ ნოივორთმა მონაწილეობა მიიღო ავსტრიულ კასტინ-შოუზე დამწყები მომღერლებისათვის "სტარმანია", ამ კონკურსზე მან უკვე ე.წ "ქამინ-აუთი" აიღო, როგორც გეიმ, ანუ გაამჟღავნა თავისი განსხვავებული ორიენტაციის შესახებ, ამ კონკურსზე ტომმა მეორე ადგილი აიღო. 2007 წელს ტომმა დაარსა პოპ-როკ-ბოი ბენდი "ჯეთს ანდერსის" სახელწოდებით, რომელმაც რამდენიმე თვე იარსება. ამჟამად კონჩიტა ვენაში ცხოვრობს.

ტომ ნოივირთს დიდი პოპულარობა მოუტანა სცენაზე კონჩიტა ვირტსის ფსევდონიმით გამოსვლამ. წვერებიანი ქალის სახით სცენის დაპყრობის იდეა ტომს მაშინ გაუჩნდა, როდესაც დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა საზოგადოების მხრიდან. როგორც ის ამბობს: მთავარია ადამიანი შეფასდეს არა ფასადის მიხედვით და იმით, თუ როგორ გამოიყურება ის, არამედ მისი შინაგანი სამყაროთი, ხალხმა უნდა ისწავლოს ადამიანების შეფასება იმით რაც არის ფასადს მიღმა." მან შექმნა "წვერებიანი"ქალი და ამით ხმამაღალი განცხადება გააკეთა. 2013 წელს უკვე ცნობილი გახდა რომ კონჩიტა/ტომი წარმოადგენდა ევროვიზიაზე ავსტრიას. ამ იდეის წინააღმდეგ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" შექმნილ გვერდს "ანტი-ვურტსი" ხმა მისცა 31000-მა მომხმარებელმა.
ბელორუსიამ მიიღო პეტიცია, რომლითაც სთხოვდა ევროვიზიის ადმინისტრაციას არ ეჩვენებინათ ტელევიზიით კონჩიტას გამოსვლა, პასუხად ევროვიზიის ადმინისტრაცია დაემუქრა ბელორუსიას კონკურსიდან გამოთიშვით.
ასევე არტისტის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოვიდნენ რუსული ორგანიზაციები, ჟურნალები, აქტიურად წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები ამ გამოსვლის მისამართით კომენტარებს, სადაც გამოხატულია აშკარა უკმაყოფილება და ზიზღიც კი.
კონჩიტა ვორტსი არ არის პირველი "არაჩვეულებრივი", რომელმაც მონაწილეობა მიიღო ასეთ კონკურსში. 1998 წელს მოიგო დანა ინტერნეშენელმა, 2007 წელს ვერკა სერდიუჩკა აიღო მეორე ადგილი.
2002 წელს ტრანსვესტი მომღერალი 19 წლის DQ ტრიო «Sestre» -ში წარმოადგენდა სლოვენიას.image

1
83
შეფასება არ არის
ავტორი:ელო.ევა
ელო.ევა
83
  
2014, 11 მაისი, 20:12
ფუ ამ ქალზე გული მერევა :X
0 1 1