x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138486
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512156
აყვავებული ნარკომანია - აფხაზეთის გაუკაცრიელების რუსული გეგმა
საქართველოს ოკუპირებული რეგიონები სატრანზიტო კორიდორია, რომლის საშუალებითაც, ნარკოტიკები აზიიდან ევროპის მიმართულებით გაედინება. ასეთი დასკვნაა გაკეთებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის 2012 წლის სტრატეგიის შესახებ ანგარიშში.

„ბევრი დამკვირვებელი თვლის, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები ნარკოტიკების კონტრაბანდის მთავარ კორიდორს წარმოადგენს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში კვლავ არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. არსებობს მოსაზრება, რომ ნარკოტიკები სწორედ ამ ტერიტორიის გავლით გაედინება“ - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები და რეგიონების დე-ფაქტო ხელისუფლებები თითქმის არ ცვლიან ქართულ მხარესთან ინფორმაციას, რომელიც ნარკოტიკების გადაადგილებას შეეხება“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, საქართველო ნარკოტიკების არამწარმოებელ ქვეყნადაა დასახელებული და აღნიშნულია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გააძლიერა პრევენციისა და ნარკომანების მკურნალობის პროგრამები და ზოგადად, ნარკოტიების წინააღმდეგ ქმედებები.
ნარკომანია რომ აფხაზეთში ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად რჩება ამას თავად აფხაზებიც არ მალავენ.


2011 წელს, ვინმე თენგიზ აგრბა წერდა, რომ ნარკომანიით აფხაზეთში უამრავი ადამიანი კვდება და ეს სენი უკვე დემოგრაფიის სერიოზულ პრობლემად იქცა. მისი თქმით, ნარკოტიკების ყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს და ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი. ნარკომოვაჭრეები ყველას თვალწინ მდიდრდებიან, მილიონერები ხდებიან და ამ საქმეში ახალ-ახალ ადამიანებს ითრევენ ისე, რომ მათ არავინ უშლის ხელს.

სტატიის ავტორი ამას აფხაზეთში შექმნილი დეპრესიული ვითარებით ხსნის. ამბობს, რომ ახალგაზრდობა ქუჩაში იდგამს ფეხს, რადგან სხვა ალტერნატივა არც არსებობს. გაუკუღმართებულია ღირებულებათა სისტემა და დამნაშავეობა და შავი სამყაროს წარმომადგენლობა სასახელო საქმედ ითვლება.

ცოტა ხნის აფხაზეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო მილიციის კაპიტნის რევაზ ახსალბას წინააღმდეგ, რომელიც პატიმრებს ნარკოტიკებით ამარაგებდა.

თუმცა, ეს ერთეული შემთხვევებია, როცა ამ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს პასუხისგება უწევთ. აფხაზეთი, ნარკოტრანზიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად არაერთ საერთაშორისო კველევაშია მოხსენიებული. ეს კარგად იციან რუსეთშიც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ შესასვლელ-გასასვლელებს და საერთოდ, აფხაზეთში, ცხოვრებას აკონტროლებს.

თავად აფხაზები ამბობენ, რომ მთელი აფხაზეთის ახალგზარდობა (და არა მარტო ახალგაზრდობა) დღეს ნარკომანია. 10 მამაკაციდან 9 მომხმარებელია და ამ ბიზნესით თავიდან ყველაზე მეტად რუსეთის მაღალი წოდების სამხედრო ჩინები ითბობდნენ ხელს, ახლა კი ეს ბევრისათვის ხელმისაწვდომი საქმიანობაა. ამიტომ თავად აფხაზეთშიც ფიქრობენ, ხომ არ არის აყვავებული ნარკომანია აფხაზეთის ტერიტორიის გაუკაცრიელების რუსული გეგმა?
0
60
შეფასება არ არის
ავტორი:ლექსო
ლექსო
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0