x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139072
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი1)
კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩაცმა-დახურვის საკითხი ოდითგანვე აქტუალობას წარმოადგენდა. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ აქტუალურ საკითხს უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით". საინტერესოა როგორ დაიბადა მოდა, რომელ საუკუნეებიდან ითვლის არსებობას და რა ცვლილებები განიცადა მან ჩვენამდე? ამ ყველა ზემო ხსენებულ კითხვაზე კი სწორედ დღევანდელი სტატია გასცემს პასუხს, სადაც წარმოგიდგენთ თუ როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე.


1. 20-ე საუკუნის 10-ნი წლები. როგორც ცნობილია ე.წ. "კორსეტები" წლების განმავლობაში ინარჩუნებდა აქტუალობას უცვლელად, თუმცა ეს სულაც არ იყო სასიამოვნო მანდილოსნებისთვის, ვინაიდან კორსეტი რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა ყოფილიყო შეკრული, რაც ქალის წელს უფრო ვიწროს და დახვეწილს აჩენდა. ამ სილამაზეს კი მსხვერპლად ეწირებოდნენ (არა ფატალურად), ვინაიდან სუნთქვის შეზღუდვა და დისკომფორტი ბატონობდა.

image

თუმცა 1906 წელს მათ "ამოისუნთქეს", რადგან დიზაინერ Paul Poiret-ის მეშვეობით შეიქმნა კაბები კორსეტის გარეშე, რომელიც მალევე მთელს მსოფლიოში მოდურ ეტალონად ითვლებოდა და "პოლი" კი მხსნელად მიიჩნიეს.


image




2. თანდათანობით კვლავ განიცადა კაბებმა დახვეწა, რაც განაპირობა რუსმა დიზაინერმა Сергей Дягилев-მა. სერგეი ასევე პარიზში ქმნიდა საოპერო, ხელოვნურ და საგამოფენო კოლექციებს, რაც ქალბატონებს მეტ საშუალებას აძლევდა გემოვნება ჩამოჰყალიბებოდათ მაღალი მოდის (პარიზულ) დონეზე.

image





3. მესამე ნაბიჯი რა თქმა უნდა უფრო წინსვლასთან ასოცირდება მოდის სამყაროში, ეხლა უკვე "ფუფუნებადი ცხოვრების" ამსახველი სტილი გაბატონდა, ვინაიდან "იმდროეინდელი" ქალბატონების "გორდერობებში" აღმოჩენილი იქნა ე.წ. "ბრეტელკებიანი კაბები", " დეკორატიული ბუმბული და ბეწვი", "სამკაულები" და "უამრავი აქსესუარი".

image




4. 20 -ე საუკუნის 20-ნი წლები.

ამ ნაბიჯზე უკვე დაიწყო ქალის ფორმებმა მნიშვნელობის და პოპულარობის დაკარგვა, რადგან უფრო სპორტულმა და თავისუფალმა სტილმა ჩაანაცვლა იგი. ეს ის პერიოდია, როდესაც თავი მსოფლიოს მაღალმა მოდის სახლებმა- " Nina Ricci ", " Chanel ", " Madame Paken ", " Jean Patou ", " Madeleine Vionnet ", " Jacques Doucet, " " Jacques Heim, " " Lucille " fur fashion house " Jacques Heim "-მა და სხვათამ გააცნო.

image


თავისუფალ და სპორტულ სტილს მალევე "Art Deco" მოყვა, რაც გულისხმობდა ეგვიპტურ მოტივებს, დეკორატიულ ორნამენტებს, ნაქარგებს, აქსესუარს, "ზიგ-ზაგურ" შტრიხებს. სწორედ "Art Deco"-ს გამოფენა მოეწყო პარიზში 1925 წელს.

image





5. 5-ე ნაბიჯზე უკვე ელემენტები აისახა როგორც კაბებზე, ასევე ავეჯზე და ჭურჭელზე.

image



კაბის ელემენტებს კი თან დაერთო ყურადღების გამახვილება ფეხსაცმელზეც; ფეხსაცმლის ე.წ. ეკლექტიკური სტილი, რომელიც გულისხმობს აფრიკის ეგზოტიკურ, შერეული გეომეტრიული ფორმების კუბიზმს, არატრადიციული იაფი და მარტივი მასალების შერევას ძვირადღირებულ ტრადიციულ მასალებთან, დამსხვრეული ნაქარგების ხარისხიან ფეხსაცმელს.

image





6. 20-ე საუკუნის 30-ნი წლები.

ამ პერიოდში ტანსაცმლის სტილის შექმნა უფრო დაიხვეწა, გაიზარდა და გართულდა. ა.შ.შ-ში Hollywood-ი გახდა მოდის სათავე. მოდის გავრცელება კი უკვე ფოსტითაც ხდებოდა და არსებობდნენ მილიონობით მოდელები.

image



ძალიან პოპულარულ ტანსაცმელად ითვლებოდა 30-იან წლებში ქალის პალტოები სხვადასხვა "შტრიხებით" და ასევე ქურთუკები, რომლებიც იმ დროინდელ ქუჩის სტილს წარმოადგენდა.

image




7. ფართოდ დაიწყო ასევე ქუდის, ხელთათმანების და აქსესუარის გამოყენება. ქალის კაბა კი წელში გამოყვანილი და ბოლოში ფართე უნდა ყოფილიყო, რაც მის სილუეტს უფრო ნათელს ხდიდა. ფერებს რაც შეეხება- ზამთარში უნდა ყოფილიყო ყავისფერი ან შავი, ხოლო ზაფხულში თეთრი.

image



და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარალელურად სისადავესაც ექცეოდა ყურადღება, ვინაიდან აქსესუარებით გადატვირთვა უკვე აღარ ხდებოდა და ქალის ძირითად საკაზმს ხელჩანთა და ქუდი წარმოადგენდა.


image





8. 20-ე საუკუნის 40-ნი წლები.

მოდის ტენდენციას 40-ნი წლების დასაწყისში მუხლს ქვემოთ კაბები წარმოადგენდა, რომლებიც დამატებით ვერტიკალურ ზოლებს ატარებდა, რაც იმ დროს ყველაზე პოპულარული იყო. მნიშვნელოვანი ცვლილება მოდამ სწორედ ამ პერიოდში განიცადა, ვინაიდან ომის დაწყებას თან მოჰყვა გასამხედროებული მოდა, ვინაიდან ყველაზე ნაკლებად გორდერობის შევსებასა და მაკიაჟზე მაშინ ფიქრობდნენ ქალები.

image



ბუნებრივი ნაწარმი (ბეწვი, ტყავი, ბუმბული) მალევე გადავიდა მოდიდან და უკვე მხოლოდ აბრეშუმის აცეტატი და ვისკოზა (ნივთიერება ქსოვილების მისაღებად) არსებობდა, რომლის მეშვეობითაც ქმნიდნენ მხიარულ და ფერად კაბებს, რომელიც ყვავილების ორნამენტებსაც გულისხმობს. ამ დროს შეიქმნა ასევე ფეხსაცმელი შპილკა ქუსლებზე.

image

image

image

image




(გაგრძელებას მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ)

6
827
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
827
  
2014, 9 მაისი, 22:30
აჰაა, "ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია" ;)
2014, 9 მაისი, 22:17
ნელ ნელა მოდა ისევ ბრუნდება
2014, 9 მაისი, 15:00
საღამოს... ;)
2014, 9 მაისი, 14:50
ველოდები:)
2014, 9 მაისი, 14:48
:* მადლობა. მეორე ნაწილი უფრო მოგეწონება დარწმუნებული ვარ ;)
2014, 9 მაისი, 14:46
ძალიან კარგი იყო...განსაკუთრებით ძველებური ქუდები მომწონს:)
0 1 6