უცხოური პრესა ყირიმისთვის რუსეთთან საბრძოლველად მზადყოფნას გამოთქვამენ გერმანელები, თურქები და ქართველები 2014, 8 მაისი, 12:56 რუსეთისგან ყირიმის ნახევარკუნძულის დასაცავად უკრაინას დახმარებას უცხადებს 5ათასი უცხოელი მოხალისე, ამის შესახებ უცხოური პრესა იუწყება. მოხალისეებს შორის არიან ყოფილი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე თურქეთის, გერმანიის, აზერბაიჯანის, საქართველოს უბრალო მოქალაქეები, ამბობს უკრაინის თურქტა კავშირის თავმჯდომარე.მოხალისეები თავისი სახელმწიფოების მხრიდან ოფიციალური ინსტრუქტაჟის გარეშე აპირებენ მოქმედებას.ასევე ისინი მზად არიან ჩაებან რუსეთის წინააღმდეგ ინფორმაციულ ომში, რომ არ მოხდეს ინტერნეტის საშუალებით ცრუ და დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება. ამ გზით ისინი ფიქრობენ დაიცვან ყირიმელი თათრების-ნახევარკუნძულის ეთნიკური მოსახლეობის და სხვა თურქთა უფლებები. შემდეგში კრემლის აგრესიული ქმედებები დააზიანებს სხვა სახელმწიფოებს, კერძოდ ყაზახეთს, აზერბაიჯანს ან ყირგიზეთს. 311 შეფასება არ არის
|