x
image
ლევანი იკონომოვი
როგორ გავაკეთოთ გრეიპფრუტის წვენის ხიზილალა
265 მლ წითელი გრეიპფრუტის წვენი; 530 მლ ცივი წყალი, 1 გრ ნატრიუმის ალგინატი, 3 გრ კალციუმის ქლორიდი


1 ეტაპი - საშუალო ზომის ჯამში ჩავასხათ ცივი წყალი და გადავდგათ გვერდზე. ბოლოში დაგვწირდება.
2 ეტაპი - უფრო დიდი ზომის ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ნატრიუმის ალგინატი და ნახევარი ხილის წვენი. ვურიოთ სანამ ალგინატი ბოლომდე არ გაიხსნება.

გრეიპფრუტი




















3 ეტაპი - ბლენდერით ჩავათქვიფოთ დარჩენილი ხილის წვენი.



მესამე




4 ეტაპი - გადავწუროთ ახალ ჯამში და გავაჩეროთ.


მეოთხე



5 ეტაპი - 530 მლ წყალში გავხსნათ კალციუმის ქლორიდი. მივაქციოთ ყურადღება რომ გაიხსნას ბოლომდე.


მეხუთე



6 ეტაპი - შპრიცი ავასოთ სესქელებული, წებოვანი წვენით.


მეექვსე




7 ეტაპი - წვენი წვეთ-წვეთობით ნელ-ნელა ჩავასხათ კალციუმის ქლორიდის ხსნარში. ხიზილალის ზომა შეგიძლიათ წვეთის მოცულობით დაარეგულიროთ, რაც უფრო დიდია წვეთი, მით უფრო მსუქანია ხიზილალის მარცვალი.


მეშვიდე



8. ორიოდე წუთის შემდეგ მზა ხიზილალის მარცვლები კალციუმიანი წყლიდან ფრთხილად ამოვიღოთ ქაფქირით და გადავიტანოთ გვერდზე გადადებულ სუფთა წყლიან ჯამში.


მერვე



9 ეტაპი - ორი წუთის შემდეგ ისევ ამოვიღოთ ქაფქირით, ვაცადოთ წყალს დაწრეტა და გადავიტანოთ მაშრალ წურჭელში


მეცხრე



ხიზილალა მზადაა კერძის გასაფორმებლად და საჭმელად.

0
154
5-ს მოსწონს
ავტორი:ლევანი იკონომოვი
ლევანი იკონომოვი
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0