ტკბილეული როგორ გავაკეთოთ გრეიპფრუტის წვენის ხიზილალა 2014, 8 მაისი, 1:05 265 მლ წითელი გრეიპფრუტის წვენი; 530 მლ ცივი წყალი, 1 გრ ნატრიუმის ალგინატი, 3 გრ კალციუმის ქლორიდი 1 ეტაპი - საშუალო ზომის ჯამში ჩავასხათ ცივი წყალი და გადავდგათ გვერდზე. ბოლოში დაგვწირდება. 2 ეტაპი - უფრო დიდი ზომის ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ნატრიუმის ალგინატი და ნახევარი ხილის წვენი. ვურიოთ სანამ ალგინატი ბოლომდე არ გაიხსნება. 3 ეტაპი - ბლენდერით ჩავათქვიფოთ დარჩენილი ხილის წვენი. 4 ეტაპი - გადავწუროთ ახალ ჯამში და გავაჩეროთ. 5 ეტაპი - 530 მლ წყალში გავხსნათ კალციუმის ქლორიდი. მივაქციოთ ყურადღება რომ გაიხსნას ბოლომდე. 6 ეტაპი - შპრიცი ავასოთ სესქელებული, წებოვანი წვენით. 7 ეტაპი - წვენი წვეთ-წვეთობით ნელ-ნელა ჩავასხათ კალციუმის ქლორიდის ხსნარში. ხიზილალის ზომა შეგიძლიათ წვეთის მოცულობით დაარეგულიროთ, რაც უფრო დიდია წვეთი, მით უფრო მსუქანია ხიზილალის მარცვალი. 8. ორიოდე წუთის შემდეგ მზა ხიზილალის მარცვლები კალციუმიანი წყლიდან ფრთხილად ამოვიღოთ ქაფქირით და გადავიტანოთ გვერდზე გადადებულ სუფთა წყლიან ჯამში. 9 ეტაპი - ორი წუთის შემდეგ ისევ ამოვიღოთ ქაფქირით, ვაცადოთ წყალს დაწრეტა და გადავიტანოთ მაშრალ წურჭელში ხიზილალა მზადაა კერძის გასაფორმებლად და საჭმელად. 154 5-ს მოსწონს
|