საზოგადოება კიდევ ერთი გამონაკლისი - სამშენებლო კომპანიებისთვის 2012, 24 მარტი, 1:56
ექსპლუატაციაში ახლად შესულ შენობებზე ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, პროექტის დამრღვევ კომპანიას, უზუსტუბის გამოსასწორებლად 45 დღიანი ვადა ექნება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის განხილვაც, პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.
კანონის დღეს მოქმედი ნორმით, სახლის მშენებლობის პროცესში, თუ ზედამხედველობის სამსახური, გარკვეულ ხარვეზს იპოვიდა, სამშენებლო კომპანიას შეცდომის გამოსასწორებლად, ჯარიმამდე 45 დღე ეძლეოდა, მაგრამ თუ სახლს ექსპლუატაციაში ჩაბარების დროს, ხარვეზი ისევ აღმოაჩნდებოდა, კომპანია პირდაპირ ჯარიმდებოდა.
კანონპროექტით კი, მეორე კლასის ინდ. საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას ან რეკონსტრუქციისას სანებართვო პირობების დარღვევის/შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევის მიერ სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე, საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილების შეტანისას, მას ამ კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაეკისრება.
კერძოდ, აღნიშნულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის დაწყებამდე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, საქმის დაწყების შესახებ მითითების გაცემამდე 45 დღით ადრე ატყობინებს დამრღვევს. თუმცა, მოცემული რეგულაცია არ ვრცელდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების დროს დარღვევების არსებობისას. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, პარლამენტმა „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები განახორციელა, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო კომპანიებს მშენებლობების დასრულების პირობით, დაუმთავრებელი მშენებლობებისათვის დაკისრებული ჯარიმები ეპატიათ. 11 შეფასება არ არის
|