სისხლის სამართალი ,,მანქანაში მაუპატიურებდა ყოველ ღამით, ჩემი ცოლი რო გახდე აუცილებელიაო" შემზარავი რეალობა. 2014, 7 მაისი, 1:34 სკოლიდან სახლში მიმავალი 15 წლის გოგონა მოიტაცეს.პროკურატურისათვის მიცემულ ჩვენებაში გოგონა აცხადებს, რომ მისი 17 წლის საქმრო მას ყოველღამით მანქანაში იმ მიზნით აუპატიურებდა, რომ ეს ცოლად მოყვანის წინაპირობა იყო. გთავაზობთ გოგონას განცხადებას. “მე გათხოვება არ მინდოდოა, მას კი უნდოდა რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი. სკოლაში ვსწავლობდი.მომიტაცეს. ჯიპის მარკის ავტომობილში მაუპატიურებდა მასთან იყვნენ ორი მეგობარი ბიჭები, რომელებიც საქციელს უწონებდნენ.ყოველდღე მიცვლიდნენ ადგილსამყოფელს, რადგან ჩემებს არ ვენახე.მანქანას გარედან გვიკეტავდნენ. გაუპატიურების დროს წინააღმდეგობას ვუწევდი ფრჩხილებით და კბილებით თუმცა უშედეგოდ.პოლიციამ სამი დღის შემდეგ მოგვაგნო.ბიჭი, რომელსაც ცოლად ვუნდოდი დამემუქრა თუ არ ვიტყოდი, რომ ნებით გავყევი მისი მეგობრები ჩემს ოჯახძე შურს იძიებდნენ და ძმას მომიკლავდნენ.პოლიციაში, რომ მიმიყვანეს მამასთან შეხვედრა მოვითხოვე, დედა აქ არ იყო.პოლიციელებმა მითხრეს რომ დაკითხვას ჩემი გამტაცებლის მამა დაესწრებოდა, რომელიც იქ იყო კიდევ ვიღაც ქალი, რომელზეც მითხრეს რომ მასწავლებელი იყო, მაგრამ მას ჩვენს სკოლაში არ უმუშავია. მივეცი ჩვენება რომ ბიჭს ჩემი ნებით გავყევი და გაუპატიურება არ მომხდარა, მაგრამ მას შემდეგ რაც პროკურატურაში ჩემი ახლობლები მოვიდნენ პოლიციას ვუთხარი, რომ გამიტაცეს და ყოველღამით მაუპატიურებდა.იმ დღესვე დაიკითხა ბიჭიც, მაგრამ რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს, ადვოკატის რჩევით თქვა, რომ ნებაყოფლობით გავყევი, რაც ტყუილია''.–აცხადებს 15 წლის გოგონა.ამ ინფორმაციას ავრცელებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი.გოგონას მშობლები ბიჭის დასჯას ითხოვენ. P.S ეს შემზარავი ფაქტი საჭიროებს გამოძიებას და ყურადღებას! 1418 11-ს მოსწონს
|