x
image
K.P.
თამთა გოდუაძე პირად დრამაზე გვიამბობს
image

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, უნიჭიერესი და ულამაზესი თამთა გოდუაძე "რუსთავი 2"-ის მუსიკალურ პროექტ "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრია. ოჯახი სულ პატარამ შექმნა. 14 წლის უკვე დედა იყო. არავის მოუტაცია, პირველ სიყვარულს საკუთარი ნებით გაჰყვა. ქორწინებამ დაახლოებით 6 წელი გასტანა. 21 წლის თამთა შვილთან ერთად საბერძნეთში, დედის მოსანახულებლად წავიდა. ვიზიტმა დიდხანს გასტანა. დედა ცდილობდა ქალიშვილი სამსახურით არ დაეტვირთა, უნდოდა გოგონას სხვა ცხოვრება განევლო. 3 თვე ოჯახშიც მუშაობდა, ბავშვი სკოლიდან გამოჰყავდა და მშობლების დაბრუნებამდე დროს მასთან ატარებდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ბერძნული "იქს ფაქტორი", რომელმაც თამთას ცხოვრება შეცვალა.

image

პირად დრამაზე თამთა გულწრფელად გვიამბობს და ამტკიცებს, რომ განვლილ გზას არ ნანობს. "გარდატეხის ასაკში რომ შვილს გააჩენ, ეს არასოდეს დაგავიწყდება და ეს სრულიად ცვლის შენს ცხოვრებას. ჩემი ცხოვრების სიძნელეებმა და ადრეულ ეტაპზე გადატანილმა ოჯახურმა დრამებმა გამაძლიერა. დღევანდელ ჩემს ცხოვრებას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ არა ის, რაც გადავიტანე, ამდენს ვერ მივაღწევდი. არც ერთი ვიყავით მზად ამ ყველაფრისთვის. 6 წელი ვიცხოვრეთ ერთად და დღეს რომ ვიხსენებ, ბევრ რამეზე მეცინება. ეს არც იყო ოჯახი, ეს იყო თამაში. წარმოიდგინეთ, 14 წლის გოგო, როცა მისი საზრუნავი ხდება ქმარი და შვილი როცა ეს საბოლოოდ გავაცნობიერე, ჩემს შვილს ხელი მოვკიდე და საბერძნეთში წავედი დედასთან."-გვიამბობს თამთა. image


დღეს მომღერალს უკვე 18 წლის ქალიშვილი ჰყავს. თამთა სულ ცდილობდა მისი შვილი დედის პოპულარობის ქვეშ არ მოქცეულიყო და გზა თავად გაეკვალა. მომღერალი მარტოა, მეორე ნახევარი არ ჰყავს. "ასე მგონია, ოჯახის შექმნა ჩემთვის კიდევ ერთი ტვირთი იქნება, რომლის ტარებაც არ მინდა"-ამტკიცებს ის.

ვუსურვოთ თამთას წარმატებები და ბედნიერი მომავალი...imageimage

image

1
2067
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
2067
  
2014, 7 მაისი, 18:33
არ თქვა :X
0 1 1