x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ნომერი „5" ჩამოართვეს.

imageბოლო 12 წელია, ყველა არჩევნებზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნომერი „5“-ით სარგებლობს. შესაბამისად, ეს ციფრი მათი ხელისუფლების მოსვლის დღიდან, მათთან არის გაიგივებული.
დღეს, 5 მაისს, დავით ბაქრაძის
პრესკონფერენციიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ,
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ნომერი „5“ ჩამოართვა, რისი მიზეზიც ბლოკის შექმნა გახდა. კერძოდ, ცესკოს, რეგისტრირებული პარტიებიდან, ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და ქრისტიან-კონსერვატიულმა
პარტიამ ბლოკის შექმნის მოთხოვნით მიმართეს. ცესკომ ახალ საარჩევნო ბლოკს ნომერ „5“- ის მინიჭებაზე უარი განუცხადა.
მიზეზად ცესკო საარჩევნო კოდექსის იმ ნორმას მიუთითებს, რომლის მიხედვითაც აუცილებელია საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტია
ღებულობდეს მონაწილეობას წინა საპარლამენტო არჩევნებში.
„სამწუხაროა, რომ ცესკომ ვერ გაუძლო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას და ვერ შეძლო პრინციპული და
სასამართლებრივად გამართლებული პოზიციის დაცვა.ენმ იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და ასაჩივრებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და შეწყვეტს თავის უკანონო
ქმედებეს საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
წინააღმდეგ, ხოლო სასამართლო კი შეძლებს დადგეს პოლიტიკურ თამაშებისა და ზეწოლაზე მაღლა და მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

0
158
10-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0