x
image
ლევანი იკონომოვი
როგორ გავაკეთოთ შოკოლადის ზღარბები

20 ცალი ზღარბისთვის დაგჭირდებათ: 100 გრ კარაქი, 60 გრ შაქარი, 1 მწიკვი მარილი, 160 გრ ფქვილი, 1 პაკეტი ვანილის პუდინგის ფქხვნილი (იყიდება სუპერმარკეტებში), 1/2 ლ რძე, 2 კვერცხის გული, 150 გრ შაქარი, 250 გრ დარბილებული კარაქი, 40 გრ კაკაო, 1პატარა ფირფიტა შოკოლადის ტორტის ბისკვიტი (შეგიძლიათ გამოაცხოთ, შეგიძიათ იყიდოთ გამზადებული. პრინციპში, ფხვიერი პეჩენიაც გამოდგება), 50 გრ შაქარი, 1/2 ჭ წყალი, 100 გრ ნუში (სიგრძეზე ჩხირებად დაჭრილი), 300 გრ შავი შოკოლადი
100 გრ კარაქის, 60 გრ შაქარის, მარილისა და ქფვილისაგან მოვზილოთ ფხვიერი ცომი. გავახვიოთ ცელოფანში და 2 საათით მაცივარში შევდოთ. ქაღალდისგან გამოვჭრათ ზღარბის შაბლონი - დაახლოებით 7 სმ-ის სიგრძის კვერცხის ფორმის ოვალი (ერთი ბოლო რომ მრგვალი და მეორე წაწვეტებული ქონდეს). ღუმელი 200 C-მდე გავახუროთ. ფხვიერი ცომი პერგამენტის ქაღალდზე 1/2 სმ-ის სისქეზე გავაბრტყელოთ და გამზადებული შაბლონის მიხედვით 16 ცალი ოვალი ამოვჭრათ. ამოჭრილი ოვალები ღუმელში შევდგათ და დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში ვაცხოთ, მერე გამოვიღოთ და გასაგრილებლად დავდოთ. პუდინგის ფხვნილი 3 ს/კ რძეში გავხსნათ და კვერცხის გულები ჩავათქვიფოთ. რძე და შაქარი გაზზე გავაცხელოთ და დუღილამდე რომ მივა, პუდინგის ფხვნილიანი მასა ჩავუმატოთ და მორევა-მორევით კრემი მოვადუღოთ. დაახლოებით 2 წუთი ვადუღოთ, მერე გაზიდან გადმოვდგათ და გავაციოთ. კარაქი ავთვიფოთ კრემის კონსისტენციამდე და თითო-თითო კოვზად გაცივებული პუდინგი ჩავათქვიფოთ. 3 ს/კ კრემი ზღარბების მოსართავად შევინახოთ, დანარჩენში კი კაკაო შევურიოთ.

ტორტის ბისკვიტი კუბიკებად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ წყლის და შაქრისაგან მოდუღებული ცხელი სიროპი. თავზე დავახუროთ და 30 წთ გავაჩეროთ. სიროპით გაჟღენთილი ბისკვიტის კუბიკები კრემში გადავურიოთ, ისე რომ კუბიკები ბოლომდე არ ავზილოთ. მიღებული კრემი ფხვიერი ცომის ოვალებზე გორასავით დავახვავოთ. ნუშის ჩხირები ეკლებივით ჩავარჭოთ მომავალი ზღარბების მთელ სხეულზე - ცხვირის წვეტიანი ნაწილის გარდა ყველგან. ზღარბის ნახევარფაბრიკატები 1 საათით მაცივარში შევდგათ. შოკოლადი გავადნოთ წყლის აბაზანაზე და გადავასხათ ზღარბებს. შოკოლადის სარკალა რომ შეშრება გადანახული თეთრი კრემით დავასვათ თვალები და ცხვირები (ისე როგორც სურათზეა) თვალებზე მეტი ნატურალურობისთვის თითო შოკოლადის წუნწკლიც დავაწვეთოთ.
გემრიელად მიირთვით!შოკოლადის ზღარბები

0
78
5-ს მოსწონს
ავტორი:ლევანი იკონომოვი
ლევანი იკონომოვი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0